ფეხბურთი
"სანტიაგო ბერნაბეუს" სახელს უცვლიან
2014, 20 სექტემბერი, 15:44
ესპანური გამოცემის AS-ის ინფორმაციით, მადრიდის "რეალის" ხელმძღვანელობა სტადიონ "სანტიაგო ბერნაბეუს" სახელის გადაკეთების შესახებ, კლუბის ამჟამინდელ სპონსორ Fly Emirates-თან მოლაპარაკებას შემდეგ კვირას გამართავს.
მადრიდული გრანდის სტადიონის ახალი სახელწოდების ორი ვარიანტი არსებობს: Fly Emirates Santiago Bernabeu ან Bernabeu Fly Emirates.
“სამეფო კლუბის” პრეზიდენტი ფლორენტინო პერესი აღნიშნული შეთანხმებით კლუბისთვის სარგებელს მიიღებს: Fly Emirates "რეალს" 400-დან 500 მილიონ ევრომდე გადაურიცხავს. თანხის ნაწილი სტადიონის რეკონსტრუქციას მოხმარდება, ნაწილი კი თავად კლუბს.
გიორგი ბალახაძე
www.worldsport.ge