საქართველო დევნილი ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ნიუ-იორკის ქუჩებში 2014, 20 სექტემბერი, 11:47 დევნილი პრეზიდენტი უილიამსბურგის ბაზრობაზე გამოჩნდა სათვალით, ლურჯი მაისურით, წითელი შორტებით და ღია მწვანე ბოტასებით.
ჩაიარა წვერგაბურძგნულ ტატუირებულ მამაკაცებს და გამომწვევად ჩაცმულ ქალებს შორის და ჩადგა რიგში, რომ Cheese Pops, Dun-Well Doughnuts მიერთვა, ხოლო შემდეგ ქოქოსის კაკალი მიეყოლებინა იუწყება New York Times-ი.
რამდენიმე წამის შემდეგ მანჰეტენზე მცხოვრები ლალი ლობჟანიძე მიუახლოვდა სააკაშვილს და ჰკითხა:"თქვენ მიხეილ სააკაშვილი არ ხართ?" სააკაშვილს ხშირად ხედავენ თანამემამულეები, რომელთა აზრიც რადიკალურად განსხვავდება ექს-პრეზიდენტის აზრებისგან." მას განხეთქილება შეაქვს დიასპორაში, -"აცხადებს ვახტანგ გომელაური, რომელმაც 2012 წელს გაეროს წინ მოაწყო აქცია საქართველოს ციხეებში განხორციელებული ძალადობის წინააღმდეგ. მაგრამ, აი ქართველი სტუდენტების ჯგუფმა შეამჩნია სააკაშვილი და მასთან ერთად პოზირებენ Bedford Avenue-ზე. ყოფილი პრეზიდენტი მგზავრობს ხშირად L მატარებლით მანჰეტენზე და "ოდა სახლის" ხშირი სტუმარია ისტ ვილიჯში(მეპატრონეს უყვარს ის, ოფიციანტებს არა).აგრეთვე სტუმრობს ხოლმე "პეპელას", სადაც ის მიირთმევს 2004 წლის მოსავლის ქართულ ღვინოს "ოროველას" და "საფერავს".სულ ცოტა ხნის წინ მან აქ ბილ კლინტონთან ერთად ისადილა. აქამდე სააკაშვილი ცხოვრობდა ასტორია, ქუინსში თავის ცოლთან ერთად სანამ ახალ სამუშაოს იშოვიდნენ(სანდრა რულოვსი პიცერიაში მუშაობდა).შემდეგ მანჰეტენზე ნახეს სამუშაო იურიდიულ ფირმაში და ვესტ-საიდზე გადავიდნენ. სანდრა ამჟამად თბილისშია თავის უმცროს ვაჟთან ერთად.ხოლო უფროსი ედუარდი, რომელმაც მსოფლიო რეკორდი დაამყარა Ipad-ზე ტექსტის აკრეფაში პენსილვანიაში იმყოფება, სადაც Swarthmore College-ში სწავლობს. 345 4-ს მოსწონს
|