სიახლეები ახალი რეკორდი დრაგში 2014, 19 სექტემბერი, 15:37 ![]() გასულ კვირას ჩატარებული დრაგის დროს დამყარდა ევროპის ახალი რეკორდი, რომელიც Nissan GT-R R35-მა დაამყარა. მან 1/4 მილი 8, 295 წმ-ში დაფარა და მაქსიმალური სიჩქარე 275 კმ/სთ-ის განვითარება შეძლო. ![]() აღნიშნული ავტომობილის შემქმნელებმა, Exelixis Motorsport-მა და ZOD Development-მა დიდი შრომა გაწიეს, რათა ეს შედეგი მიეღოთ. ავტომობილის ძრავს 1766 ცხენისძალამდე სიმძლავრის გამომუშავება შეუძლია. შემქმნელების განცხადებით ჯერ სრული პოტენციალი გამოვლენილი არ არის და გეგმაში მსოფლიო რეკორდის გაუმჯობესებაა. ![]() ![]() შეგახსენებთ, რომ კომპანია ETS-ის (Extreme Turbo Systems) მიერ შექმნილმა Nissan GT-R R35-მა მსოფლიო რეკორდი დაამყარა და 1/4 მილი 7, 80 წმ-ში დაფარა, რომლის დროსაც 293, 6 კმ/სთ სიჩქარე განავითარა. 99 3-ს მოსწონს
|