x
image
Lady in blue
როგორ აზიანებს სმარტფონი და ტაბლეტი თქვენს ძილს

imageხელოვნური ნათება თანამედროვე ადამიანისთვის უძილობის გამომწვევი ერთ-ერთი მთავარი მიზეზია. სმარტფონებს და ტაბლეტურ მოწყობილობებს კი განსაკუთრებით შეუძლიათ დაარღვიონ ჩვენი ძილის ციკლი, რადგან მათი ლურჯი განათება ჩვენს სხეულს აგრძნობინებს თითქოს დილაა.

ქიმიკოსი ბრაიან ზოლტოვსკი ამბობს, რომ ერთ-ერთი მთავარი ბიოლოგიური მინიშნება, რომლითაც ვხვდებით დღის რა მონაკვეთია, ესაა სინათლე. ლურჯი სინათლე კი განსაკუთრებული "წინასწარმეტყველებაა" იმისა რომ დილაა.

საღამოობით უფრო სჭარბობს წითელი შუქი ვიდრე ლურჯი. წითელი შუქი სიგნალს აძლევს სხეულს, რათა მოემზადოს ძილისთვის. ის ინტერაქციაში შედის თვალის უჯრედებში განთავსებულ ცილოვან მელანოპსინთან, რომელიც არეგულირებს რიტმებს და არ ახდენს გავლენას იმაზე, თუ როგორ ვხედავთ. როცა შუქი ხვდება აღნიშნულ ნივთიერებას, ის იცვლება და შესაბამისად კარნახობს თავის ტვინს როდის გავიღვიძოთ და როდის დავიძინოთ. როდესაც ის აგზავნის გამოღვიძების სიგნალს ღამით, ჩვენი ბიოლოგიური საათი ირღვევა.

ჩვენი ბიოლოგიური საათის წესრიგში ყოფნისათვის კი აუცილებელია საჭირო დროს ვჭამოთ, საჭირო დროს დავიძინოთ და გავიღვიძოთ, და რაც მთავარია, მოვერიდოთ ლურჯ ნათებას ღამით.

2
29
7-ს მოსწონს
ავტორი:Lady in blue
Lady in blue
29
  
2014, 15 სექტემბერი, 11:35
მადლობაა
2014, 15 სექტემბერი, 11:28
საინტერესო სტატიაა
0 1 2