საზოგადოება ინდოეთში ახალგაზრდა კაცმა მოკლა ქალი იმის გამო,რომ Facebook-ზე ნამდვილი წლოვანება დაუმალა 2014, 11 სექტემბერი, 20:41
22 წლის ახალგაზრდა კაცმა მოკლა 21 წლის ქალი მას შემდეგ, როდესაც გაიგო, რომ სინამდვილეში მისი მეგობარი ქალი 44 წლისაა და თანაც სამი შვილის დედაა, იუწყება The Times of India.
ინციდენტი მოხდა მათი პირველი შეხვედრის შემდეგ ქალაქ ჯაბალდურში.აქამდე ისინი მხოლოდ Facebook-ით ეკონტაქტებოდნენ ერთმანეთს სამი წლის განმავლობაში. ახალგაზრდა მამაკაცი ვინიიტ სინგხი უმუშევარი იყო, ხოლო მისი ვირტუალური შეყვარებული აღმოჩნდა შუა ხნის დიასახლისი, რომელიც სახლში მოწყენილობისგან თავის შესაქცევად სოციალურ ქსელში ერთობოდა.ამის შესახებ არც მისმა ქმარმა იცოდა და არც შვილებმა. სასოწარკვეთილმა, უზომოდ გაწბილებულმა და გაბრაზებულმა სინგხმა ქალი ადგილზე ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა(იქვე გაიგო, რომ მის ვირტუალურ შეყვარებულს პროფილზე ახალგაზრდა მსახიობის სურათი ედო), შემდეგ კი თვითონ სცადა თავი მოკვლა. დაჭრილი საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს . "ის ამდენი ხანი მატყუებდა", იმეორებდა სინგხი ამ სიტყვებს სიკვდილის ბოლო წუთამდე. 64 4-ს მოსწონს
|