სიახლეები Mercedes-Benz-ის ახალი კრასოვერი 2014, 11 სექტემბერი, 19:46 Mercedes-Benz-მა ახალი კრასოვერი შექმნა, რომელმაც BMW X6-ს 2014 წლის პეკინის ავტოშოუზე უკვე გაუწია კონკურენცია. არანაკლებ დაჩაგრა ამა წლის მარტში გამართულ ჟენევის ავტოშოუზეც.
პეკინის ავტოშოუზე წარმოდგენილი მოდელი აღჭურვილი იყო 4MATIC-ის წამყვანი სისტემითა და ცხრასაფეხურიანი სიჩქარის გადამრთველი კოლოფით. ძრავის სიმძლავრით დიდად გამორჩეული მოდელი ნამდვილად არ გახლავთ. მისი ძრავი 3.0 ლიტრიანი V6-ია, რომელსაც დამატებით 2 ტურბინა გააჩნია, მაგრამ ამის გარდა, კომპანიის განცხადებით, ასევე იქნება ბენზინის V8 ძრავებიანი და დიზელის 4 ცილინდრიანი ძრავების მქონე მოდელებიც, რომლებსაც შვიდსიჩქარიანი გადაცემათა კოლოფი ექნება. 117 6-ს მოსწონს
|