x
image
worldsport.ge
როდრიგესმა შესაძლოა დერბი გამოტოვოს

imageმადრიდის “ატლეტიკოს” ურუგვაელმა ნახევარმცველმა კრისტიან როდრიგესმა შესაძლოა, მადრიდული დერბი გამოტოვოს.
Goal-ის ცნობით, 28 წლის ფეხბურთელმა ურუგვაისა და სამხრეთ კორეის ამხანაგურ მატჩში ტერფი დაიზიანა.
“ოთხშაბათს როდრიგესმა სრულფასოვანი სამედიცინო შემოწმება გაიარა, რომელმაც ტერფის ტრავმა დაადასტურა” - წერია “ატლეტიკოს” ოფიციალურ საიტზე.
ამასთან, ინფორმაცია იმის შესახებ, შეძლებს თუ ვერა როდრიგესი 13 სექტემბერს მადრიდის “რეალის” წინააღმდეგ თამაშს, ჯერჯერობით არ გავრცელებულა.


ზურა ქსოვრელი

www.worldsport.ge

0
0
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
0
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0