x
image
worldsport.ge
მორამ მესი დაიწუნა

imageარგენტინელი მოდელი, მაგალი მორა დარწმუნებულია, რომ არგენტინის საფეხბურთიო ნაკრები მომდევნო მსოფლიოს ჩემპიონატზე აუცილებლად იპირველებს იმ შემთხვევაში, თუკი “ალბისელესტეს” აღიარებული ლიდერი და კაპიტანი არა ლეო მესი, არამედ ვინმე სხვა იქნება.
მაგალი მორა (რომელიც არგენტინის ნაკრების გარდა, არგენტინული საფეხბურთო კლუბის, “კოლონის” თავგადაკლული ქომაგიცაა) ამბობს, რომ ლეო მესის ნიჭში ეჭვი არ ეპარება, მაგრამ მისი გაკაპიტნება დიდი შეცდომა იყო, რამეთუ მესის საჭირო ქარიზმის ნატამალიც კი არ გააჩნია.
როგორც ხედავთ, არგენტინა ის ქვეყანაა, სადაც მოდელებიც კი საფეხბურთო ექსპერტობაზე დებენ თავს და საქართველოსი არ იყოს, “ვერცხლის ქვეყანაშიც” ყველა ფეხბურთის ამბების გარჩევაშია. მაგალი მორა ვითომ ვისზე ნაკლებია? ჭკუა დაეწუნება თუ ტან-ფეხი?!...


www.worldsport.ge

0
376
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
376
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0