ფეხბურთი
რონალდუ და იბრა – უნიკალური მიღწევები
2014, 7 სექტემბერი, 17:15
კრიშტიანუ რონალდუ ისტორიაში ერთადერთი ფეხბურთელი გახლდათ, რომელსაც პირველიდან დაწყებული 90-მდე, ყველა წუთზე ჰქონდა გოლი გატანილი. ამჯერად კი ერთადერთი აღარაა: მას შვედი ზლატან იბრაჰიმოვიჩი შეუერთდა. "იბრას" 24-ე წუთზე არ ჰქონდა გატანილი და შვედეთ-ესტონეთის შეხვედრაში (4 სექტემბერს) ესეც მოახერხა.
აღსანისნავია, რომ ზლატანს ყველაზე ხშირად გააქვს მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში – კარიერაში 25 ასეთი გოლი დაუგროვდა.
ილია კახელიშვილი
www.worldsport.ge