x
image
worldsport.ge
ქალებმა სნეიდერი და რონალდუ გამოარჩიეს

imageგასულ კვირას, ერთ-ერთი ესპანური ჟურნალის გამოკითხვის მიხედვით, ესპანელმა ქალებმა, ყველაზე მომხიბვლელ ფეხბურთელებად ჰოლანდიელი ვესლი სნეიდერი და პორტუგალიელი კრიშტიანუ რონალდუ დაასახელეს.
ვესლი სნეიდერი 1984 წლის 9 ივნისს, სპორტსმენის ოჯახში დაიბადა. ვესლის მამა და ძმაც ფეხბურთელები იყვნენ.
ალბათ, არავის გაკვირვებია მიმზიდველ მამაკაცად კრიშტიანუ რონალდუს დასახელება. პორტუგალიელი ფეხბურთელი 1985 წლის 5 თებერვალს დაიბადა. კრიშტიანუ 185 სანტიმეტრი სიმაღლისაა და 83 კილოგრამს იწონის. სპორტსმენი ერთ-ერთ ყველაზე სიმპათიურ ფეხბურთელად ითვლება. მისი მომხიბვლელობა, როგორც ჩანს, არც პლანეტის ერთ-ერთ გამორჩეულ ლამაზმანს, ირინა შეიკს გამოპარვია. როგორც იცით, უკვე რამდენიმე წელია, წყვილი ერთმანეთს ხვდება.

www.worldsport.ge


0
926
3-ს მოსწონს
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
926
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0