საზოგადოება საშინელი ისტორია ქალისა, რომელსაც მიცვალებულის სახე გადაუნერგეს 2014, 7 სექტემბერი, 13:13 ქმრის მიერ დასახიჩრებულ ქალს მეუღლე ისევ უყვარს.
2008 წლის დეკემბერში, ოჰაიოს შტატში, ამერიკის ერთ-ერთ საავადმყოფოში-Connie kulp of Houpdeyl-ში პირველად სამედიცინო პრაქტიკაში მოხდა სახის გადანერგვა. ქალი წინანდებურად მომხიბვლელად ვერ ჩაითვლება, მაგრამ იგი ბევრად უკეთესად გამოიყურება. წლების წინ მეუღლის მიერ ნასროლმა ტყვიამ 48 წლის კონი კულს საშინლად დაუზიანა თვალი, ცხვირი და ზედა ყბა. "-ახლა შენ მე აღარასოდეს მიმატოვებ!"-უყვიროდა ტომ კული. ქალი საშინლად დასახიჩრდა, დაკარგა სუნის შეგრძნება და თითქმის მთლიანად დაკარგა მხედველობა. კონი კულს 30 ოპერაციის ჩატარება მოუხდა, მაგრამ იგი ისევ სასტიკად გამოიყურებოდა. იგი იყო პირველი, რომელსაც სახე გადაუნერგეს. მანამდე კი მას 4 უნიკალური ოპერაცია ჩაუტარდა საფრანგეთსა და ჩინეთში. ოპერაცია 22 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. კონის გარდაცვლილი ქალის სახე გადაუნერგეს. მას ოპერაციის შემდეგ უკვე შეეძლო საუბარი, გაღიმება, სუნის შეგრძნება და დამოუკიდებლად ჭამა. მიუხედავად ყველაფრისა ქალს თავისი მეუღლე მაინც უყვარს: "-ის ხომ ჩემი შვილების მამაა"... 7 წლიანი პატიმრობის შემდეგ ტომ კული ოჯახს დაუბრუნდა... ამ ფოტოზე ქალს უკვე 30 ოპერაცია ჰქონდა ჩატარებული, მაგრამ შედეგი როგორიც იყო ხედავთ საბედისწერო გასროლამდე კონი ასეთი იყო უნიკალური ოპერაციის შემდეგ კი ასე გამოიყურება კონი შვილთან და შვილიშვილთან ერთად 1912 6-ს მოსწონს 2-ს არა
|