ფეხბურთი
ბოატენგი შოტლანდიასთან სათამაშოდ მზადაა
2014, 6 სექტემბერი, 13:38
გერმანიის ფეხბურთელთა ეროვნული გუნდის მცველი ჯერომ ბოატენგი გამოჯანმრთელდა და ევრო-2016-ის შესარჩევში შოტლანდიასთან სათამაშოდ მზადაა. ამის შესახებ სააგენტო “ასოშეიტედ პრესი” იუწყება.
26 წლის ფეხბურთელმა 3 სექტემბერს არგენტინასთან ამხანაგური მატჩი (2:4) მუხლის ტრავმის მიზეზით გამოტოვა. თუმცა, ახლა მოედანზე დასაბრუნებლად მზადაა. მომავალი შეხვედრა 7 სექტემბერს დორტმუნდში გაიმართება და თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება.
შეგახსენებთ, რომ გერმანია და შოტლანდია შესარჩევ ტურნირში საქართველოს ეროვნული ნაკრების მეტოქეები არიან.
ლაშა თაბაგარი
www.worldsport.ge