x
image
worldsport.ge
პიშჩეკი პოლონეთს გიბრალტართან ვერ დაეხმარება

imageდორტმუნდის “ბორუსიას” მცველი ლუკაშ პიშჩეკი ევრო-2016 შესარჩევი ციკლში, D ჯგუფში გიბრალტართან სტუმრად გასამართ მატჩში თანაგუნდელებს ვერ დაეხმარება. ამის შესახებ პოლონური მედია იუწყება.
29 წლის ფეხბურთულმა ეროვნული გუნდის შეკრება დატოვა და დორტმუნდში დაბრუნდა. მისი ტრავმის სიმძიმე და გამოჯანმრთელების ვადები უცნობია. მოსალოდნელია, რომ პიშჩეკის მაგივრად, პოლონელთა თავკაცი ადამ ნავალკა გროზნოს “ტერეკის” მცველს არტურ ენჯეიჩიკს დაეყრდნობა. მომავალი შეხვედრა 7 სექტემბერს პორტუგალიის ქალაქ ფარუ-ლულში ჩატარდება.
შეგახსენებთ, რომ D ჯგუფში პოლონეთთან და გიბრალტართან ერთად, გერმანია, ირლანდია, შოტლანდია და საქართველო ასპარეზობენ.


ლაშა თაბაგარი

www.worldsport.ge

0
0
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
0
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0