x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
ყინულიანი წყლის გადავლება უფრო და უფრო სახიფათო ხდება(ვიდეო)
image


















საქველმოქმედო ინტერნეტ ფლეშ-მობი ALS Ice Bucket Challenge უფრო და უფრო სახიფათო ხდება.როგორც ცნობილა ამას წინათ შოტლანდიელი მოზარდი ყინულიანი წყლის გადავლების შემდეგ ხევში ჩაიჩეხა, ხოლო 40 წლის ბრიტანელმა ქალმა ქალაქ საუტპორტიდან სერიოზული ტრავმა მიიღო, იუწყება Independent-ი.


40 წლის ბრიტანელმა ამანდა დევიმ ყინულიანი წყალი გადაივლო, რის შემდეგაც ქალი ყვირილით გაემართა სახლისკენ.იგი არ ელოდა, რომ ცივი წყალი ასე არასასიამოვნო იქნებოდა.

იგი ჩქარობდა, უნდოდა სწრაფად გამთბარიყო, თუმცა ფეხი დაუსხლტა და დაეცა.



მისი ნათესავები, (რომელმაც წყალი გადაასხა და ხოლო მეორე ვიდეოს იღებდა) ვერც წარმოიდგენდნენ თუ რა სერიოზულ ტრამვასთან ჰქონდათ საქმე.


ამანდამ გრძნობა დაკარგა, ვეღარ საუბრობდა და საერთოდ კისერსაც ვერ ამოძრავებდა.მალე მისმა სხეულმა მოშავო-იასმნისფერი მიიღო.


შეშინებულმა ნათესავებმა სასწრაფოს გამოუძახეს. ამანდა საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ამანდას კისრის მალების ტრამვის დიაგნოზი დაუსვეს.

ამჟამად "ყინულიანი გამოწვევის" მსხვერპლი სარეაბილიტაციო კურსს გადის საავადმყოფოში.


"ალბათ უცხოს თვალით დანახული ჩემი ვიდეო საკმაოდ სასაცილოდ გამოიყურება, მეც ვერ შევიკავე სიცილი, როცა YouTube-ზე ვნახე, თუმცა ვიდეორგოლიდან ვერც გაარკვევთ თუ რა ძლიერი ტკივილები მტანჯავს.უთხარით თქვენ შვილებს, რომ არასდროს არ ირბინონ სველი ფეხებით კაფელზე"-განაცხადა ამანდამ.

0
82
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
82
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0