x
image
worldsport.ge
უეფამ, შესაძლოა სტუმრად გატანილი გოლის წესი შეცვალოს

imageშვეიცარიის ქალაქ ნიონში, უეფას წარმომადგენლები და ევროპული გრანდების მთავარი მწვრთნელები შეიკრიბნენ, რათა ფეხბურთში სტუმრად გატანილი გოლის უპირატესობის წესის შეცვლა განეხილათ.
მოგეხსენებათ, სტუმრად გატანილ გოლს ზოგჯერ გადამწყვეტი უპირატესობა აქვს. მაგალითად თუ შინ A გუნდმა 2:1 მოიგო, ხოლო გასვლაზე B გუნდთან 2:3 წააგო, უპირატესობა A გუნდს ენიჭება.
აღნიშნულ წესს ისეთი სპეციალისტები ეწინააღმდეგებიან როგორებიც არიან: არსენ ვენგერი და ჟოზე მოურინიო.
"ჩვენ ვისაუბრეთ სტუმრად გატანილი გოლის საჭიროებაზე თანამედროვე ფეხბურთში. ზოგიერთის მტკიცებით, ეს წესი ჯერ კიდევ საჭიროა, ზოგი კი გაუქმებას მოითხოვს. პირადად ჩემი გამოცდილებიდან შემიძლია გითხრათ, რომ ევროტურნირებზე ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო, საშინაო მატჩში გოლი არ გაგვეშვა." _ განაცხადა ლეგენდარულმა მწვრთნელმა სერ ალექს ფერგიუსონმა.
გიორგი ბალახაძე
www.worldsport.ge

0
337
2-ს მოსწონს
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
337
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0