x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
კაცმა ამოტრიალებული თავით იპოვა თავის ადგილი ცხოვრებაში და ბედნიერია
image"მთელი ცხოვრების განმავლობაში ჩემს სხეულს ვუხამებდი გარესამყაროს და ახლა შემიძლია განვაცხადო, რომ მე ისეთივე ვარ ამ სამყაროში, როგორც ყველა დანარჩენი..ნორმალური ადამიანი"



37 წლის ბრაზილიელი კლაუდიო ვიეირა დე ოლივეირა დაიბადა დიაგნოზით არტოგრიპოზი.

image




























ეს გახლავთ ძვლოვან-კუნთოვანი სისტემის დაავადება, რომელიც ხასიათდება კიდურების დეფორმაციით, სახსრების და კუნთების განუვითარებლობით.აგრეთვე ფიბროზით.ამ დაავადების ყველაზე მძიმე ფორმა თითქმის მთლიანად არღვევს ყველა სახსრის მუშაობას.

image
















ექიმებმა დაბადებისთანავე განუცხადეს მის დედას მარიას, რომ იგი დიდხანს ვერ იცოცხლებდა...თუმცა კლაუდიომ არა მარტო იცოცხლა, არამედ წარმატებით დაამთავრა სკოლა, შემდგომ ფეირა -დი-სანტანას სახელმწიფო უნივერსიტეტი ბუღალტერიის განხრით.

image

















ამჟამად იმავე უნივერსიტეტში კლაუდიო ლექციებს ატარებს, რომელიც დიდი წარმატებით სარგებლობს.

image















მისი ხელ-ფეხი ძლიერ დეფორმირებულია, ხოლო თავი იმდენად უკან აქვს გადაწეული, რომ პრაქტიკულად ზურგს ადევს.

image






























რადგანაც მისი თითები პრაქტიკულად არ მუშაობს, კლაუდიო პირში ჩადებული ავტოკალმით წერს.

image






























ამავე მეთოდით მუშაობს კომპიუტერის მაუსზე და ტელეფონზე.მისთვის დაამზადეს სპეციალური მოწყობილობა, რომ შესძლოს ქალაქში გადაადგილება.

image












–ჩვენ არასდროს ვეპყრობოდით მას, ისე როგორც არასრულფასოვანს, -ამბობენ კლაუდიოს ოჯახის წევრები, - თუ უნდოდა მას ეკეთებინა ის, რასაც ყველა დანარჩენი ჩვეულებრივი ადამიანი აკეთებს, არასდროს ვუშლიდით...სწორედ ამიტომაც არის იგი დღესდღეობით ასეთი თავდაჯერებული..მას შეუძლია იმოძრაოს ქუჩაში, იმღეროს და იცეკვოს კიდეც"

image

0
126
5-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
126
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0