არქიტექტურა "ჰობიტების სახლი" – უელსელი ბომჟის მიერ ხორცშესხმული იდეა 2014, 2 სექტემბერი, 19:43 ერთ უელსელ მამაკაცს- სამუელ დეილს მოწყინდა ბომჟივით ცხოვრება და აქეთ-იქეთ წანწალი და გადაწყვიტა საკუთარი საცხოვრებელი სახლი შეეძინა, თუმცა როცა საქმე საქმეზე მიდგა, აღმოჩნდა, რომ დეილს თავისი დანაზოგი ქალაქგარეთ ერთი უბრალო ოთახის საყიდლადაც კი არ ეყოფოდა. მაშინ მას გაახსენდა, თუ როგორ ნახა ერთხელ კინოში "ბეჭდების მბრძანებელი" და როგორ მოიხიბლა ჰობიტების საცხოვრებელი სახლებით. დეილს აზრად მოუვიდა ხორცი შეესხა ამ იდეისათვის და დიდი ენთუზიაზმით შეუდგა სახლის აშენებას.
მიუხედევად იმისა, რომ დევიდს მშენებლობის არავითარი გამოცდილება არ ჰქონდა, მეგობრების, ნაჯახისა და ნიჩბის დახმარებით ოთხ თვეში აი ასეთი ეგზოტიკური სახლი ააგო. სახლის აშენებაზე სულ დაიხარჯა 4900 დოლარი, 4 თვე და 1000-1500 სამუშაო საათი. სახლის ასაშენებლად საძირკველისათვის საჭირო ორმო პირდაპირ ფერდობზე გამოთხარეს. საძირკველის გათხრის დროს ნაპოვნი ქვები გამოყენებული იქნა ძირითადი საყრდენი კედლების ასაშენებლად, საჭირო ხის მასალას ტყეში ჭრიდნენ, ხოლო იატაკის, კედლების და სახურავისათვის საჭირო თბოსაიზოლაციო მასალად თივას იყენებდნენ. სახლის ასაშენებლად საჭირო პროექტი ინტერნეტში იქნა მოძიებული. ასე აგებდნენ დევიდი და მისი მეგობრები საძირკველს. მომავალი სახლის კარკასი მუხისაგან. სახლს აქვს ბუნებრივი მაცივარი - სარდაფი, სადაც მუდამ ცივა. წყალი შემოიყვანეს ახლომდებარე წყაროდან, მზის ბატარეები გამოიმუშავებენ ენერგიას, რომელიც საკმარისია სახლის გასანათებლად, პატარა მუსიკალური ცენტრის და კომპიუტერის ასამუშავებლად. დღისით შუქი შემოდის სახურავში დატნეული სარკმლებიდან. კიდევ ერთი ვარიანტი საღამოს საათებში "ჰობიტების სახლის " გასანათებლად - სანთლები: საოცრად ლამაზი და რომანტიულია. სახლის გასათბობად ზამთარში გამოიყენება შეშის ბუხარი. საკვამური მილი გადის უზარმაზარი ქვაში, რომელიც თბება და მთელი დღის განმავლობაში გადასცემს სახლს სითბოს. აი ასეთი ლამაზი, ეგზოტიკური და ეკოლოგიურად სუფთა სახლი ააშენეს დევიდმა და მისმა მეგობრებმა. ნამდვილად სასიამოვნო იქნება აქ ზაფხულის საღამოების გატარება. 444 14-ს მოსწონს
|