სიახლეები BMW M5 626 ცხენისძალიანი ძრავით 2014, 1 სექტემბერი, 10:52 გერმანული ავტომწარმოებელი BMW-ს ჯგუფი 2016 წელს მე-5 სერიის BMW-ს არა მხოლოდ განახლებას, არამედ მის მნიშვნელოვნად შეცვლას აპირებს. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი ცვლილება ძრავით იწყება და ახალი BMW M5-ის ძრავი 626 ცხენიძალამდე სიმძლავრით განისაზღვრება. ჯერჯერობით დაზუსტებული ინფორმაცია არაა, მაგრამ მეტი ვარაუდით, აღნიშნული მოდელი ჰიბრიდული იქნება. მათი ძრავები კი სავარაუდოდ 2 ლიტრიანი და ელექტროძრავი იქნება. ასევე იქნება 3 ლიტრიანი ექვსცილინდრიანი და 4 ცილინდრიანი ტურბო ძრავები. ასევე იგეგმება სალონში გამოყენებული მასალის ხარისხის გაზრდა და დიზაინის ცვლილებაც. 102 4-ს მოსწონს
|