მსოფლიო რა კონკრეტული შედეგები გამოიღო ISAF-ის მისიამ ავღანეთში 2014, 31 აგვისტო, 17:38 ავღანეთს თავის ისტორიაში უამრავი ომი აქვს გადატანილი და ეს ომები მათ ჰქონდათ არამარტო მომხვდურებთან - ბრიტანელებთან, ჯერ კიდევ მე-19 საუკუნეში ავღანეთი დიდი ბრიტანეთის კოლონია იყო. ქვეყანამ სრულ დამოუკიდებლობას მხოლოდ ინგლისთან მესამე ომის შედეგად, 1919 წელს მიაღწა.. დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ ქვეყანაში სიტუაცია შედარებით სტაბილური გახდა და მოსახლეობის მდგომარეობაც უკეთესობისკენ შეიცვალა. თუმცა, ქვეყანაში პოლიტიკური და არა მხოლოდ პოლიტიკური ვითარება მას შემდეგ გაუარესდა, რაც 1978 წელს საბჭოთა კავშირისგან შეგულიანებულმა ავღანეთის კომუნისტურმა პარტიამ სახელმწიფო გადატრიალება მოახდინა და ავღანურ მონარქიას ბოლო მოუღო. შეიქმნა ავღანეთის დემოკრატიული რესპუბლიკა, რომელსაც კომუნისტური ძალები მართავდნენ. სწორედ მათ მხარდასაჭერად შეიჭრა საბჭოთა კავშირი 1979 წელს ავღანეთის ტერიტორიაზე, იმ საბაბით, რომ ანტიკომუნისტურ ძალებს ამერიკის შეერთებული შტატები ეხმარებოდა. ავღანეთი ცივი ომის ცხელ წერტილად გადაიქცა. ზემოთ ხსენებული მოვლენების შემდეგ საერთაშორისო თანამეგობრობამ ვერ მოახერხა ქვეყანაში პოლიტიკური სიტუაციის დასტაბილურება და მას შემდეგ ავღანეთი გახდა პრობლემატური ტერიტორია არა მხოლოდ რეგიონისთვის, არამედ მთელი მსოფლიოსთვის. მას შემდეგ, რაც ქვეყანა საბჭოთა არმიამ დატოვა, ის ტერორისტებისთვის ერთგვარ თავშესაფრად გადაიქცა. თალიბებს აფარებდა თავს 11 სექტემბრის შემოქმედი, ოსამა ბინ ლადენი და ალ-ქაიდას წევრთა დიდი ნაწილი. 2001 წლის ოქტომბერში, მას შემდეგ, რაც თალიბებმა უარი თქვეს ამერიკისთვის ბინ ლადენისა და ალ-ქაიდას სხვა წევრების გადაცემაზე, შეერთებულმა შტატებმა ავღანეთზე შეტევა დაიწყო მოკავშირეებთან ერთად. აღსანიშნავია, რომ ეს ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ისტორიაში მე-5 მუხლის ამოქმედების პირველი შემთხვევაა. მე-5 მუხლის მიხედვით, ალიანსი, მის რომელიმე წევრზე თავდასხმას, ალიანსის ყველა წევრზე თავდასხმად განიხილავს. სწორედ ამის შედეგად ჩამოყალიბდა ISAF-ი 2001 წლის 20 დეკემბერს გაეროს უშიშროების საბჭოს № 1386 რეზოლუციის საფუძველზე . ძალების საწყისი მისია იყო ქაბულსა და მის გარშემო ტერიტორიაზე სტაბილურობის დამყარება, რათა ჰამიდ კარზაის დროებით მთავრობას შეძლებოდა ძალაუფლების ხელში აღება. 2003 წლის 13 ოქტომბერს უშიშროების საბჭოს გადაწყვეტილებით ISAF-ის მანდატი გავრცელდა მთელ ავღანეთზე. პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი შედეგები რაც ISAF-ის მისიას მოჰყვა ავღანეთში არის ის, რომ დღესღეობით მსოფლიოს მასშტაბით ტერორიზმის საფრთხე შემცირებულია. 11 სექტემბრის ტერაქტის შემდეგ მსოფლიო დამნაშავეებმა ავღანეთს შეაფარეს თავი. ISAF -ის მისიის ერთ-ერთი წარმატებაც ეს გახლავთ, რომ NATO-ს გაერთიანებულმა ძალებმა შეძლეს შეემცირებინათ ტერორიზმის საფრთხე მსოფლიოში . ოფიციალური მონაცემებით 2011 წლის ივლისში წინ წლის ივლისის მონაცემებთან შედარებით შტაკებების რაოდენობა ოცი პროცენტით არის შემცირებული და ეს ტენდენცია დღემდე გრძელდება რაც ერთმნიშვნელოვნად დაკავშირებულია ISAF-ის მისიის წარმატებულ მოქმედებასთან . ასევე აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ NATO-ს ძალებმა შეძლეს კონტროლი დაებრუნებინათ თალიბების მიერ დაკავებულ ტერიტორიებზე ქვეყნის სამხრეთით. 174 შეფასება არ არის
|