x
საქართველოს სწრაფვა ევროკავშირისაკენ და ასოცირების ხელშეკრულების მნიშვნელობა

საქართველოს სწრაფვა ევროპისაკენ უახლოეს წარსულში არ დაწყებულა, ის დროთა განმავლობაში ნელ-ნელა ჩამოყალიბებული დამოკიდებულებაა, რომელიც უამრავი ფაქტორით არის განპირობებული.


საქართველოს მოსახლეობის უმეტესობისა და ხელისუფლების პრო-დასავლური შეხედულებები არის ერთ-ერთი მთავარი განმაპირობებელი იმისა, რომ საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობები აქტიურად მიმდინარეობს და მათ შორის არსებული სამართლებრივი ბაზაც არაერთ ხელშეკრულებას მოიცავს. საქართველოსა
და ევროკავშირს შორის უშუალო ურთიერთობები XX საუკუნის 90-იან წლებში დაიწყო, როდესად 1992 წელს ევროკავშირმა ოფიციალურად აღიარა საქართველოს დამოუკიდებლობა [1].

აღნიშნულ ორ მხარეს შორის გაფორმებულ ერთ-ერთ პირველ სამართლებრივ აქტს წარმოადგენს „ხელშეკრულება პარტნიორობისა და თანამშრომლობის შესახებ“, რომელსაც ხელი 1996 წელს მოეწერა და ძალაში 1999 წელს შევიდა. ხელშეკრულება
არეგულირებს ურთიერთობებს ისეთ სფეროებში, როგორებიცაა პოლიტიკა, ვაჭრობა, ეკონომიკა, ინვესტიციები, კანონმდებლობა და კულტურა.

ასევე, 2009 წლიდან საქართველო არის აღმოსავლეთ პარტნიორობის [2] წევრი, რომელიც სთავაზობს აღმოსავლეთით მდებარე მეზობელ ქვეყნებს ასოცირების ახალ შეთანხმებებს, რაც ხელს შეუწყობს მხარებს შორის მეტად ინტენსიურ თანამშრომლობას და ზემოთხსეებული ქვეყნების დაახლოებას ევროკავშირთან. სწორედ აღნიშნული ხელშეკრულებები, რომლებიც მთლიანი სურათის მხოლოდ ნაწილს წარმოდაგენენ, ადასტურებენ იმ ფაქტს, რომ საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობები აქტიურად მიმდინარეობს და ჩვენი ქვეყანა ისწრაფვის დასავლურ ალიანსში
გაწევრიანებისაკენ.

2009 წელს ჩატარებულმა კვლევამ დაადგინა, რომ საქართველოს მოსახლეობის 51 პროცენტი ნაწილობრივ ანდა სრულად ენდობა ევროკავშირს. ამავე დროს, 2009 წელთან შედარებით, ევროკავშირის აღქმა ოდნავ შეიცვალა და უმეტესად დადებითი მიმართულებით. საქართველოს მოსახლეობის 17 პროცენტს ძალიან, ხოლო 35 პროცენტს უფრო დადებითი, ვიდრე უარყოფითი წარმოდგენა აქვს ევროკავშირზე. ამასთან, იმ ადამიანთა რაოდენობა, რომლებიც ევროკავშირთან ურთიერთობას უფრო მეტად უარყოფითად აღიქვამენ, ვიდრე დადებითად, ძალიან მცირეა - ეს მონაცემი 2009 წელს 4%-ს, ხოლო 2011 წელს 5%-ს შეადგენდა. მთლიანობაში აშკარაა ევროკავშირისადმი დადებითი დამოკიდებულება [3]. აღნიშნული კვლევის ტენდენციის გათვალისწინებით, შეიძლება დავასკვნათ, რომ ქართველი მოსახლეობის ნდობის ხარისხი ევროკავშირის მიმართ უფრო და უფრო იზრდება და მათი აღნიშნულ ორგანიზაციაში გაწევრიანების სურვილიც, შესაბამისად, დღესდღეობით უფრო დიდია, ვიდრე გასულ წლებში.

ბოლო დროის ყველაზე მნიშნველოვანი ხელშეკრულება, რომელიც საქართველოსა და ევროკავშირს შორის გაფორმდა, არის აღმოსავლეთის პარტნიორობის ფარგლებში ხელმოწერილი ასოცირების შეთანხმება, რომლის პარაფირება 2014 წლის ვილნიუსის სამიტზე მოხდა, ხოლო ოფიციალურად ხელი ამავე წლის 27 ივნისს მოეწერა.

27 ივნისი საქართველოსა და მისი მოსახლეობისათვის უაღრესად მნიშვნელოვანი და ისტორიული თარიღია. თუმცა, მისი უდიდესი მნიშვნელობის პარალელურად,
ქვეყნის მოსახლეობის მხოლოდ მცირე ნაწილმა იცის, თუ რას წარმოადგენს სინამდვილეში აღნიშნული ხელშეკრულება, მისი შინაარსი და რა მოვალეობები ეკისრებათ მხარეებს. პარალელის გავლება შეიძლება საქართველოს არც თუ ისე შორეულ წარსულში, 1783 წელს ხელმოწერილ გეორგიევსკის ტრაქტატთან, რომლის შემდეგაც ევროპასთან ასოცირების ხელშეკრულების მნიშვნელობის საერთაშორისო
დოკუმენტისთვის საქართველოს ნებაყოფლობით ხელი არ მოუწერია. შეიძლება ითქვას, რომ რამდენადაც იმდროინდელი ქართველი საზოგადოება იყო ინფორმირებული ტრაქტატის პირობების შესახებ, ისევეა დღევანდელი ქართველი მოსახლეობის მხოლოდ ძალიან მცირე რაოდენობა ინფორმირებული ასოცირების ხელშეკრულების შინაარსის შესახებ სრულად. აღნიშნულ ფაქტს კი მაშინ სასარგებლო ქვეყნისათვის არაფერი მოუტანია, პირიქით, ასეთმა ბრმა ქმედებამ ქვეყანა სავალალო შედეგამდე მიიყვანა და საბოლოოდ ის რუსეთის დაქვემდებარების ქვეშ აღმოჩნდა[4].



ბიბლიოგრაფია:
1. ”საქართველო და ევროპის სამეზობლო პოლიტიკა: პერსპექტივები და გამოწვევები”.
2007. №8
2. Eastern Partnership – Georgia. http://eapnationalplatform.ge/?lang=geo
3. CRRC, 2011. ევროკავშირის მიმართ დამოკიდებულებისა და ცოდნის შეფასება საქართველოში
4. Azizian, Rouben. 1995. ”The Making of the Georgian Nation” in New Zealand Slavonic Journal. pp 235-238


0
67
შეფასება არ არის
ავტორი:ანი ალადაშვილი
ანი ალადაშვილი
67
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0