x
ტრანსნაციონალური კორპორაციების გავლენა ქვეყნების ეკონომიკურ მდგომარეობაზე

ტრანსნაციონალური კორპორაციები მსოფლიო ასპარეზზე არც თუ ისე დიდი ხნის წინ გამოვიდნენ, მაგრამ ამჟამად ისინი უკვე დღევანდელი რეალობის განუყოფელ
ნაწილს წარმოადგენენ. მოსფლიოს სხვადასხვა კუთხესა და ქვეყანაში უკვე ბევრი ტნკ არსებობს და მათი რაოდენობა და გავლენა გლობალიზაციის პირობებში დღითიდღე იზრდება. ზოგადად, ეს პროცესი პოზიტიურად მიიღება და აღიქმება როგორც წინსვლა თანამედროვე სამყაროში, მით უმეტეს, რომ ის აერთიანებს სხვადასხვა ქვეყნებს
და ბიძგს აძლევს მეტი შესაძლებლობებისა და სამუშაოების გაჩენას, ამცირებს უმუშევრობას ქვეყნებში და მეტ ხალხს მოუტანს კეთილდღეობას [1]. მრავალი ქვეყნისთვის მათთან პარტნიორობა ეკონომიკურ საკითხებში პრიორიტეტს წარმოადგენს წარმატებული ვაჭრობისთვის. განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია მათთან თანამშრომლობა განვითარებადი ქვეყნებისათვის, რომელთა ეკონომიკაც
ბოლომდე გამართული არაა და განვითარებისთვის დახმარებას საჭიროებს, რაშიც მრავალ მათგანს ტნკ-ები ხელს უწყობენ თავიანთი ფართო შესაძლებლობებით [2]. აღსანიშნავია, რომ ბოლო რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში გვაქვს საკმაოდ ბევრი შემთხვევა იმ ეკონომიკური წინსვლისა, რაც ტრანსნაციუნალური კორპორაციების ქვეყანაში მუშაობამ გამოიწვია. მაგალითად, მექსიკაში გასული საუკუნის 70-იან წლებში სრულიად მიშვებული მანქანების წარმოება ხელახლა აღადგინეს [3] და დღესდღეობით ის მსოფლიოში მე-8 ადგილს იკავებს მანქანათწარმოებაში. ასევე, მნიშვნელოვანია პოსტ-საბჭოთა ქვეყნების მაგალითი, რომლებმაც შედარებით ცოტა ხნის წინ მოიპოვეს დამოუკიდებლობა და დაიწყეს გადასვლა სოციალისტური
წყობიდან კაპიტალისტურზე. მათ თანამედროვეობასთან შეგუებაში ტრანსნაციონალურმა კორპორაციებმა დიდი როლი შეასრულეს და ასრულებენ დღემდე [4]. თუმცა, მიუხედავად ზოგიერთი სტერეოტიპული მოსაზრებისა, როგორც ჩინეთის მაგალითიდან შეგვიძლია გავიგოთ, სოციალისტური სისტემა შეიძლება სულაც არ იყოს ბარიერი ქვეყნის ეკონომიკის განვითარებისათვის ტნკ-ებთან პარტნიორობისას. მათთან პარტნიორობამ მოახდინა ქვეყნის ეკონომიკური სისტემის ლიბერალიზაცია და ბიუროკრატიული სისტემის და მნიშვნელოვანი ეკონომიკური სისტემების რეორგანიზაცია, რაც მნიშვნელოვდან დაეხმარა ჩინეთს, გამხდარიყო ერთ-ერთი მოწინავე ქვეყენა. როგორც Yongnian Zheng-ი ამბობს, მთავარი ის არაა, თუ როგორი ეკონომიკური ან პოლიტიკური წყობაა ქვეყანაში, მთავარია რომ მთავრობამ სწორედ წარმართოს ის, სწორი გეზი აიღოს და სხვებთან ურთიერთობისას თანახმა იყოს მათ პირობებზე [5].

თუმცა, მიუხედავად ამდენი მაგალითისა და სხვადასხვა ქვეყნისა, რომელთა ეკონომიკური მდგომარეობა ბევრად გაუმჯობესდა ტრანსნაციონალურ კორპორაციებთან
თანამშრომლობის წყალობით, არსებობს რიგი ხალხისა, მათ შორის მეცნიერები და მკვლევრებიც, რომელთა აზრითაც ტნკ-ებმა შეიძლება უარყოფითი შედეგები მოიტანონ ქვეყნისა და მისი ეკონომიკისათვის. ასევე, არსებობს მოსაზრებები, რომ ისინი ცდილობენ ზოგიერთი ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისთვის სპეციალურად ხელის შეშლას, რათა სხვა გარკვეული ქვეყნები წინ წამოწიონ. ერთ ასეთ ქეისს ვაწყდებით აზიის რეგიონში, სადაც ნათლად ჩანს, რომ რიგი ქვეყნები, მაგალითად სამხხრეთ- აღმოსავლეთით მდებარე ე.წ. „აზიის ვეფხვები“ სწრაფად წამოიჭრნენ წინ და მაღალი განვითარების დონეს მიაღწიეს უმოკლეს ხანებში, როდესაც დანარჩენი ქვეყნები ეკონომიკურად შედარებით სუსტები დარჩნენ. მიუხედავად იმისა, რომ ამის მიზეზი შეიძლება ის იყოს, რომ ამ ქვეყნებმა უბრალოდ სხვადასხვა განვითარების გზები აირჩიეს, რომელთაგან ზოგიერთმა არ გაამართლა, მაგრამ თეორიის ავტორი ყურადღებას ამახვილებს ამ პროცესსში ტნკ-ების როლზე და მათ ერთ-ერთ ეჭვმიტანილად აცხადებს ამ საქმეში [6].

ამ ნაშრომებში გადმოცემული მოსაზრებების, ფაქტებისა და მაგალითების საფუძველზე შეგვიძლია დარწმუნებით ვთქვათ, რომ რომ ტრანსნაციონალური კორპორაციები
მნიშვნელოვან გავლენას ახდენენ ქვეყნების დიდ რაოდენობაზე და ეს თანამშრომლობის პროცესი სულ უფრო და უფრო აქტიურდება და მიუხედავად იმისა, რომ გარკვეულ შემთხვევებში საქმე გვავს მის უარყოფით გამოვლინებებთან, საკმაოდ ბევრი ქვეყნის ეკონომიკური აღმავლობის მთავარი მიზეზი სწორედ ტნკ-ებთან პარტნიორობა გახდა.

ავტორები:
ანი ალადაშვილი
ირაკლი ასანიშვილი


ბიბლიოგრაფია:

1. Kirkpatrick, Colin, and Frederick Nixson. September, 1981. “Transnational Corporations and Economic Development.” The Journal of Modern African Studies 19, no. 3 გამომცემლობა: Cambridge University Press

http://www.jstor.org/stable/160751

2. Harris, Richard. September/October 1993. „Transnational Corporations and Developing Countries“. Economic Affairs. Vol. 13 Issue 5, pp. 23-26.

http://web.b.ebscohost.com/ehost/pdfviewer/pdfviewer?sid=575bb562-553d-4b9a-9c9e-884ce92bb00d%40sessionmgr114&vid=4&hid=101

3. Bennett, Kenneth and E. Sharpe. Spring 1979. „Transnational Corporations and the Political Economy of Export Promotion: The Case of the Mexican Automobile Industry“. International Organization. გამომცემლობა: University of Wisconsin Press

http://www.jstor.org/stable/2706609

4. Krishnaswamy, Revathi and John C. Hawley. December 2007. “The Postcolonial and the Global”. გამომცემლობა: University of Minnesota Press

http://www.jstor.org/stable/10.5749/j.ctttszqx

5. Zheng, Yongnian. 2004. "Globalization and State Transformation in China". Cambridge Asia-Pacific Studies. გამომცემელი: Cambridge University Press

http://dx.doi.org/10.1017/CBO9780511616303

6. Kowalewski, David. Winter, 1987-1988. ”Transnational Corporations and
Asian Inequality”. Pacific Affairs Vol. 60, No. 4, pp. 578-595. გამომცემელი: Pacific Affairs, University of British Columbia

http://www.jstor.org/stable/2759184







0
100
შეფასება არ არის
ავტორი:ანი ალადაშვილი
ანი ალადაშვილი
100
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0