x
image
worldsport.ge
აგერი სამშობლოში ბრუნდება

imageინგლისის “ლივერპულის” ვიცე-კაპიტანი დანიელ აგერი სამშობლოში სიმბოლურ ფასად ბრუნდება.
მთელმა რიგმა ინგლისურმა საინფორმაციო საშუალებებმა, მათ შორის Lივერპოოლ Eცჰო-მ და თელეგრაპჰ-მა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ მერსისაიდელები დანიის ეროვნული ნაკრების კაპიტნის “ბრონდბიუში” 3 მილიონ გირვანქა სტერლინგის სანაცვლოდ გაშვებას დათანხმდნენ.
რვანახევარი წლის წინ, “ლივერპულმა” აგერი დანიური კლუბიდან 5, 8 მილიონად შეიძინა. მას შემდეგ დანიელმა “წითლების” მაისურით 232 თამაში ჩაატარა, თუმცა ეს რიცხვი შესაძლოა, ბევრად მეტი ყოფილიყო, რომ არა გამუდმებული ტრავმები.
გასულ სეზონში აგერმა გუნდის სასტარტო შემადგენლობაში ადგილი დაკარგა, ზაფხულში 20 მილიონ გირვანქა სტერლინგად დეიან ლოვრენის შეძენამ კი, ის კიდევ უფრო ღრმა თადარიგის მოთამაშედ აქცია.
ამის შემდეგ 29 წლის მცველმა მისი ტრანსფერზე დაყენება მოითხოვა, ოღონდ, მხოლოდ იმ პირობით, თუ “ბრონდბიუში” დაბრუნდებოდა. მიუხედავად იმისა, რომ დანიელებს რეალური სატრანსფერო ღირებულების გადახდის შესაძლებლობა არ ჰქონდათ, “ლივერპულელები” დათმობაზე წავიდნენ და დანიელი შინ დააბრუნეს. ორი წლის წინ “მანჩესტერ სიტი” “ლივერპულს” აგერის სანაცვლოდ 20 მილიონ გირვანქა სტერლინგს სთავაზობდა, შარშან “ბარსელონა” 15 მილიონს გამოდიოდა, მერსისაიდელებმა ორივე ეს წინადადება უარყვეს, ახლა კი, “ბრონდბიუს” 3 მილიონზე დათანხმდნენ.


ზორა ქსოვრელი

www.worldsport.ge

0
25
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
25
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0