x
image
worldsport.ge
რედნაპი ქპრ-სთან გაახანგრძლივებს

image "ქუინზ პარკ რეინჯერსის" მთავარი მწვრთნელი ჰარი რედნაპი, ლონდონურ კლუბთან ხელშეკრულებას ორი წლით გაახანგრძლივებს. აღნიშნული ინფორმაცია BBC-ის 67 წლის ინგლისელმა სპეციალისტმა თავად დაუდასტურა.
შეგახსენებთ, რომ რედნაპი ქპრ-ს თავკაცად 2012 წლის ნოემბერში დაინიშნა, თუმცა კრიტიკულ სიტუაციაში მყოფი გუნდი, პრემიერლიგიდან გავარდისგან ვერ იხსნა.
ჩემპიონშიფის 2013/14 წლების სეზონში ნაჩვენები შედეგებით, რედნაპმა "ქუინზ პარკ რეინჯერსი" პრემიერლიგაში დააბრუნა. მიმდინარე სეზონში ინგლისის ჩემპიონატში ლონდონურმა კლუბმა "ჰალისთან" და "ტოტენჰემთან" ორივე მატჩი მშრალად წააგო და ჯამში 5 გოლი გაუშვა.


გიორგი ბალახაძე

www.worldsport.ge

0
1
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
1
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0