x
image
worldsport.ge
დონ დიეგოს ახალი სატრფო

imageდიეგო მარადონამ საბოლოოდ დაუსვა წერტილი ყოველგვარ ჭორსა და მითქმა-მოთქმას და თავისი ახალი გულისსწორი, 35 წლის არგენტინელი მოდელი, პამელა ანჟესი გამოამზეურა. პამელა სენიორ დიეგოს თურმე ჯერ კიდევ მაშინ ჩავარდნია გულში, როდესაც არგენტინის ნაკრების მწვრთნელი იყო.
პამელა ანჟესი გარდა იმისა, რომ არგენტინის საფეხბურთო ნაკრების გულმხურვალე ქომაგია, იგი ასევე დიდის მონდომებით გულშემატკივრობს პოპულარულ არგენტინულ საფეხბურთო კლუბ “სან ლორენცოსაც”, რომელმაც როგორც იცით წელს ლათინურ ამერიკაში უპრესტიჟულესი ლიბერტადორესის თასი მოიპოვა.
imageდიეგო მარადონამ თავისი ახალი შეყვარებული ჯერ ფილიპინებზე, შემდეგ კი დუბაიში წაიყვანა და წყვილის ამ მოგზაურობას ოფიციალურად გასეირნება ეწოდა, რეალურად კი იქ რა ვნებიანი ამბებიც დატრიალდებოდა – წესით არ უნდა იყოს ძნელად მისახვედრი.

www.worldsport.ge




0
249
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
249
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0