x
image
ციცი
Mediator image
ნანუკა ჟორჟოლიანი კაზანტიპის შესახებ-"რა დაგვემართა ხალხნო?! ისევ კაბზონი და "სვეტამუზიკა" გვირჩევნია?!"
image
ჟურნალისტი ნანუკა ჟორჟოლიანი სოციალური ქსელის "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე მორიგ სტატუსს აქვეყნებს. როგორც ნანუკასთვის მისი მეგობრისგან გახდა ცნობილი კაზანტიპზე არასწორი პიარი კეთდება და იგი გაცილებით უკეთესია, ვიდრე ეს ჩანს:


"ჩემმა მეგობარმა დამირეკა ეხლა, კაზანტიპზე მაგარი არასწორი პიარი მიდისო... ძაან მაგარიაო და საუნდი აქვთ ისეთი მაგარი გამიკვირდაო. გარემოც მაგარია შექმნილი, ქალაქია აშენებული ხრიოკზეო. ხალხიც ძაან მაგრად ერთობოდაო. ფბ.-ზე რა ვიდეოებსაც დებენ ჩათვალე უბრალოდ ანტიპიარიაო და რა დაგვემართა ხალხნო, თუ კარგია ისევ ჩვენთვის არ არის კარგი?! ისევ კაბზონი და "სვეტამუზიკა" გვირჩევნია?!"image

ამ სტატუსსაც მოყვა კომენტარები ნანუკას "ფეისბუქის" მეგობრების მხრიდან:

" ზუსტად მანდ ვარ მეც ნანუკა, სექსი არაფერ შუაშია, ჯანსაღ მუსიკაზეა საუბარი და გემოვნებიან მუსიკაზე, მე მომხრე ვარ და წარმატებას ვუსურვებ ყველა დამსვენებელს და ორგანიზატორებს"...


"გეთანხმებით იმაში, რომ პიარი არ უვარგოდა! არ იმუშავეს სწორად, მაგრამ დრო გვაქვს კიდევ გამოვასწოროთ და თუ კარგია ვთქვათ, რომ კარგია და რაც კარგია დავიტოვოთ, რატომ უნდა წაიღონ სხვაგან?"

"შემდეგ წელსაც თუ ჩატარდა გაათმაგდება ხალხის რაოდენობა, ისეთი წინა პიარი გაუკეთეს რომ ბევრს შეეშინდა წასვლა... ტურისტებმაც ბევრმა უბრალოდ გზა ვერ იპოვა რომ ჩამოსულიყო, მოუმზადებელი იყო აეროპორტებიც... მოკლედ იმედია შემდეგ წელსაც იქნება..."

"სექსი თუ უნდა ადამიანს კაზანტიპი არ გამოადგებათ, ქალის შებმა ყველგან შეიძლება, ზუსტად ამაში ვართ დაბალ დონეზე..."

"ეჰ! რატომ არა ვარ თინეიჯერი? გაერთე შე მამაცხონებულო, ჩვენც ისეთ ქვეყანაში ვცხოვრობთ, რომ ყოველ თვე ესე ვიყოთ განებივრებული. ისედაც გვეყოფა ამდენი უარყოფითი ემოციები."

როგორც ჩანს საზოგადოების უმეტესი ნაწილი დადებითად არის განწყობილი კაზანტიპის მიმართ და ისინი ამ ფესტივალში უარყოფითს ვერაფერს ვერ ხედავენ.

4
435
2-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:ციცი
ციცი
Mediator image
435
  
2014, 27 აგვისტო, 10:14
ხო ყველაფერს აზვიადებენ უკვე
2014, 26 აგვისტო, 19:53
არა შენზე არ მითქვამს და არც ინტერმედია მიგულისხმია :) უბრალოდ ყველა საიტზე კაზანტიპის სტატიებს ვაწყდები და ზოგადად ვთქვი
2014, 26 აგვისტო, 13:00
რაც აქტუალურია იმაზე ვწერთ და ვლაპარაკობთ რა არის გასაკვირი
2014, 26 აგვისტო, 1:13
მოკლედ როდის დამთავრდება ეს კაზანტიპის თემა?მართლა ტვინი წაირეს უკვე.ვისაც უნდა წავიდეს და ვისაც არა და არავინ აძალებს ვა
0 1 4