ინგლისის პრემიერლიგის მონაწილე "სუონსიმ", არგენტინის ეროვნული ნაკრების და აწ უკვე "ნაპოლის" მცველი ფედერიკო ფერნანდესი დაიმატა. აღნიშნული ინფორმაცია, უელსური კლუბის ოფიციალურმა ვებ-გვერდმა დაადასტურა.
გასული მუნდიალის ვერცხლის პრიზიორმა ახალ კლუბში სამედიცინო შემოწმება უკვე გაიარა და "სუონსისთან" 4-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. ინგლისელები იტალიელებს ფეხბურთელის სანაცვლოდ 8 მილიონ გირვანქას გადაუხდიან.
ცენტრალური მცველი ფედერიკო ფერნანდესში უელსურ კლუბში 33-ნომრიანი მაისურით იასპარეზებს.
გიორგი ბალახაძე