სიახლეები ახალი მსოფლიო რეკორდი 2014, 20 აგვისტო, 19:04 ახალი მსოფლიო რეკორდი სულ ცოტა ხნის წინ დამყარდა. რეკორდი მეოთხედ მილზე რბოლაში (დრაგი 1/4 მილი) Nissan GT-R R35-მა დაამყარა. ამ მანძილის გასავლელად მას 7.80 წამი დაჭირდა და 293.6 კმ/სთ სიჩქარის განვითარება შეძლო.
აღნიშნული ავტომობილი რბოლისათვის მოამზადა კომპანია ETS-მა (Extreme Turbo Systems). დღემდე, თითქმის, ყველა GT-R R35-ის რეკორდად, საშუალოდ, 8 წამი ითვლებოდა. მოგეხსენებათ მანძილი სულ რაღაც 402 მეტრია. წინა მსოფლიო რეკორდიც ამავე ავტომობილს ეკუთვნის 7.81 წამი და 294.5 კმ/სთ მონაცემებით. რეკორდი გაუმჯობესდა 0.01 წამით მაგრამ ფაქტია, რომ ახალი მსოფლიო რეკორდი დამყარდა. შეგახსენებთ რომ მეოთხედ მილზე 8 წამზე ნაკლები რეკორდი Nissan GT-R AMS Alpha Omega-ს შედეგი იყო და ეს 7.98 წამი გახლდათ, ხოლო მაქსიმალური სიჩქარე 300 კმ/სთ განავითარა. 132 4-ს მოსწონს
|