სიახლეები ბრმა პილოტმა სიჩქარის ახალი რეკორდი დაამყარა 2014, 20 აგვისტო, 16:46 შეუძლებელი რომ არაფერია, ამას მტკიცება არც ჭირდება. დაბადებიდან ბრმამ, 52 წლის Mike Newman-მა Nissan GT-R-ით სიჩქარის რეკორდული მაჩვენებელი, 323 კმ\სთ დააფიქსირა.
2003 წელს მან პირველი რეკორდი დაამყარა და მაშინ მისი მაქსიმალური სიჩქარე 232 კმ\სთ-ს შეადგენდა. ამის შემდეგი რეკორდი მან Porsche 911 GT2-ით დაამყარა და ეს 300 კმ\სთ იყო. ასევე კატერით 150 კმ\სთ სიჩქარე განავითარა. 52 წლის უსინათლო პილოტმა საჩუქრად Nissan GT-R მიიღო. ამის შესახებ მას რაციის სარბოლო ტრასაზევე აცნობეს. მის მიერ სარბოლო ტრასაზე ნაჩვენები 2 შედეგიდან კი საშუალო მაჩვენებელს გინესის რეკორდების წიგნში შეიტანენ. 37 3-ს მოსწონს
|