სიახლეები ელექტრო სუპერავტომობილი სილიკონის ველიდან 2014, 20 აგვისტო, 14:51 უახლეს ელეგანტურ სუპერავტომობოლებს მალე კონკურენციას Renovo Motors-ის მიერ წარმოებული ელექტრომობილიც გაუწევს. Renovo Motors Coupe აღჭურვილია ორი ღერძული, მაგნიტური ელექტროძრავით, რომელთაც 507 ცხენისძალის (და 1000 ნმ.) ტოლი სიმძლავრის გამომუშავება შეუძლიათ. ავტომობილის 0-100 კმ\სთ-მდე აჩქარება 3.4 წამშია შესაძლებელი, ხოლო მაქსიმალური სიჩქარე 193 კმ\სთ იქნება. აღნიშნული ამერიკული ელექტრომობილი შეიქმნა Shelby American CSX 9000-ის ბაზაზე, რის გამოც მისი მოყვანილობა არ ჰგავს ახალი ავტომობილების დიზაინს. მაგრამ შეცვლილია სავალი სისტემა, რა თქმა უნდა, შემცირებულია ავტომობილის მასა და იგი სულ რაღაც 1474 კგ-ს იწონის. ავტომობილი მსოფლიოს 2015 წელს წარედგინება. 24 4-ს მოსწონს
|