საზოგადოება მოსკოვში ორი პატარძალი ერთმანეთზე დაქორწინდა 2014, 20 აგვისტო, 11:10
მოსკოვში 6 აგვისტოს შედგა ორი პატარძლის ქორწინება."ქმარი" და "ცოლი", ორივე საქორწინო ცერემონიალზე თეთრი კაბით გამოცხადდა კუტუზოვის სახელობის ქორწინების სახლში.
ქორწინების სახლის თანამშრომლები ადასტურებენ მსგავს საქორწინო ცერემენიალს, თუმცა კომენტარებისგან თავს იკავებენ, აცხადებენ, რომ დაქორწინებულების პირადი მონაცემები გასაიდუმლოებულია და მათი მონაცემების გაცემის უფლება არა აქვთ. თუმცა Комсомольская правда-ს რედაქციამ მაინც მოიპოვა მათზე ინფორმაცია.როგორც გაირკვა ერთ-ერთი პატარძალი მამაკაცია.იგი 23 წლის დიმიტრი კოჟუხოვია, სოციალურ ქსელში ცნობილია სახელით Alina Davis, დიმიტრი ამტკიცებს, რომ იგი ანდროგინია, -ქალის ფორმაში უფრო კომფორტულად გრძნობს თავს.(ცნობისათვის, ანდროგინი არის ადამიანი, რომელსაც ერთდროულად კაცადაც მიაჩნია თავი და ქალადაც)..მის რჩეულს ალინა ჰქვია. როგორც გაირკვა საქორწინო ცერემონიალისთვის წყვილი ჯერ კიდევ მაისის თვიდან ემზადებოდა. დაახლოებით 2 კვირით ადრე მათ დაურეკა საქორწინო სახლის ხელმძღვანელმა და გააფრთხილა, "შემთხვევით ორივენი კაბით არ გამოცხადებულიყვნენ ცერემონიალზე", რადგან რუსეთში "ქორწინება მხოლოდ მამაკაცს და ქალს შორის ხორციელდება". "გვემუქრებოდნენ, რომ საქორწინო სახლის ზღურბლთანაც კი არ მიგვიშვებდნენ"-აცხადებს დიმიტრი-ალინა. თუმცა ცერემონია მაინც შედგა, საქორწინო სახლის თანამშრომლები ძალიან ჩქარობდნენ. "ქორწინების სახლის უფროსმა რამდენიმე სალანძღავი სიტყვაც გამოისროლა ჩვენს მიმართ, გვეუბნებოდა, რომ თქვენ ხართ ოჯახების სირცხვილი და უნდა იმკურნალოთ." "შემდეგ შემოუშვეს სტუმრები, გადამღები ჯგუფი, ამის შემდეგ ჩვენ ცოლ-ქმრად გამოგვაცხადეს, გავცვალეთ ბეჭდები-ამბობს დიმიტრი-ალინა, -ქუჩაში გამოსვლისას ხალხმა გაოცებული მზერა გამოგვაყოლა". დიმიტრი-ალინამ თავის ქორწინებას "რევოლუციური" უწოდა. თუმცა იმაზეც აღარაა საუბარი, რომელია "ქალი" და რომელი "კაცი", რედაქციამ ისიც ვერ გაარკვია, სურათზე რომელია "დიმიტრი-ალინა" და რომელი "ალისა". ისე ტყუპებივით გვანან ერთმანეთს.. 165 5-ს მოსწონს
|