2015 წელს, თბილისში გასამართი უეფას სუპერთასის ბილეთების ფასი ცნობილია.
მომავალი მატჩი, რომელშიც ერთმანეთს ჩემპიონთა ლიგისა და ევროპის ლიგის გამარჯვებულები დაუპირისპირდებიან, 11 აგვისტოს “დინამო არენაზე” გაიმართება. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის დომენტი სიჭინავას ინფორმაციით, ბილეთები 7, 15 და 30 ევრო ეღირება.
როგორც წესი, ბილეთები უეფას ოფიციალურ ვებგვერდზე გაიყიდება. მათი რეალიზაცია 2015 წლის ივლისიდან დაიწყება. ქართველ გულშემატკივრებს დაახლოებით 40000 ბილეთის შეძენა შეეძლებათ. დანარჩენი მონაწილე გუნდების ქომაგებზე გადანაწილდება. ასევე, “დინამო არენის” ტრიბუნებზე ადგილების გარკვეული ნაწილი უეფას ოფიციალური დელეგაციის წევრებს დაეთმობათ. აქვე გეტყვით, რომ “დინამო არენაზე” 54549 მაყურებელი ეტევა.
17 სექტემბერს საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია უეფასთან საბოლოო დოკუმენტს მოწერს ხელს სუპერთასის ჩატარების თაობაზე.
ლაშა თაბაგარი
www.worldsport.ge