სიახლეები აშშ-ში პაციენტს დაუსვეს დიაგნოზი:"ქრონიკული ჰომოსექსუალიზმი 2014, 19 აგვისტო, 8:22 ლოს-ანჯელესის ერთ-ერთმა კლინიკამ 46 წლის მეთიუ მურს დაუსვა დიაგნოზი "ქრონიკული ჰომოსექსუალიზმი".
ანალიზების შედეგებმა აჩვენა, რომ პაციენტს აღენიშნება B-12 ვიტამინის დეფიციტი, მაღალი არტერიული წნევა და ქოლესტერინის ჭარბი რაოდენობა. ექიმმა ავადმყოფის ანკეტაში, გრაფაში "ქრონიკული დაავადება", მიუთითა- ჰომოსექუალური ქცევები. მურმა ჩივილით მიმართა კლინიკის ხელმძღვანელობას, რის შემდეგაც მამაკაცის ავადმყოფობის ისტორიიდან ამოშალეს დიაგნოზი, ამასთანავე სამდიცინო დაწესებულების თანამშრომლებმა ოფიციალური ბოდიში მოიხადეს, სადაც დამატებით ხაზგასმით აღნიშნეს, რომ ჰომოსექსუალიზმი არ განიხილება როგორც ავადმყოფობა. მიუხედავად ამისა, მურმა მიმართა სასამართლოს, იგი მოითხოვს გადაუხადონ კონპესაცია და დააჯარიმონ სამედიცინო დაწესებულება. მამაკაცის აზრით სასამართლო პროცესი აიძულებს ექიმებს პატივისცემით მოეპყრონ ლგბტ საზოგადოებას. 34 3-ს მოსწონს
|