x
image
worldsport.ge
ილარი დამიკო - ბუფონის ახალი გულისსწორი

imageმას შემდეგ, რაც იტალიელი გოლკიპერი, ჯანლუიჯი ბუფონი, თავის ცოლს, ჩეხ მოდელს, ალიონა სერედოვას დაშორდა, უმალ დაიწყო მითქმა-მოთქმა თუ ვინ დაიკავებდა ბუფონის გულისსწორის ესოდენ საპატიო და კონკურენციით გადატვირთულ ადგილს.
საბოლოოდ გაქარწყლდა ყველანაირი ზედმეტი საუბარი და ჯანლუიჯიმ თავისი ახალი საყვარელი, იტალიელი მოდელი, ილარი დამიკო გამოამზეურა, რომელთანაც ლეგენდარულ გოლკიპერს რომანი მთელი წლის განმავლობაში ჰქონია და ამ ამბავს ბუფონი თავის ცოლს ასე გულმოდგინედ უმალავდა.
ბუფონის ცოლთან დაშორების შემდეგ, ზოგიერთო იტალიური გაზეთი წერდა, თითქოს ჯიჯიმ შვილებიც მიივიწყა და მათთან ურთიერთობაზეც კი უარი განაცხადაო. თუმცა ეს უტიფარი ჭორი აღმოჩნდა. ბუფონმა თავის ნაცოლარსა და შვილებს უზარმაზარი ვილა და რამდენიმე მილიონი ევრო დაუტოვა და შვილებსაც თურმე ძალიან ხშირად ნახულობს.

www.worldsport.ge

0
67
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
67
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0