მოკლედ, რა არ თქვეს და რა არ მოიგონეს პორტუგალიელი ფეხბურთელის კრიშტიანუ რონალდუსა და ცნობილი ლამაზმანის პერის ჰილტონის სავარაუდო სასიყვარულო რომანის შესახებ. ამ ჭორებს ისიც აძლიერებდა, რომ რონალდუ და პერისი ერთად კუნძულ იბიცაზე იხილეს.
საბოლოოდ, როგორც იქნა, დაესვა წერტილი ჭორებს და გაირკვა, რომ პერის ჰილტონი იბიცაზე მდებარე რონალდუს კუთვნილი ბარების სარეკლამო სახე იქნება და უფრო მეტიც, ჰილტონი რონალდუს ბიზნესპარტნიორიც კი შეიძლება გახდეს.
რონალდუსა და ჰილტონის შესახებ აგორებულ ჭორებთან დაკავშირებით ერთობ საინტერესო კომენტარი გააკეთა კრიშტიანუს სატრფომ, ცნობილმა მოდელმა ირინა შეიკმა. შეიკის თქმით, მისი შეყვარებული ცნობილი კაცია და იგი კრიშტიანუს გარშემო არსებულ ჭორებს უკვე კარგა ხანია მიეჩვია.
www.worldsport.ge