საზოგადოება დავით ნარმანიას ულამაზესი მეუღლე. ლექტორისა და სტუდენტის სიყვარულის ისტორია.(+პირადი ფოტოები) 2014, 12 აგვისტო, 8:27 თბილისის ახალ მერს, დავით ნარმანიას ულამაზესი მეუღლე ყავს. თიკა თინიკაშვილის ოჯახი რუსთავში ცხოვრობდა. ყავს უმცროსი და და დედ-მამა. რამდენიმე წელია რაც ქალბატონი თიკა ერთ-ერთ უნივერსიტეტში ლექციებს კითხულობს. თბილისის მერის და მისი მეუღლის სიყვარულის ისტორია კი ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში დაიწყო. თინა თინიკაშვილი ეკონომიკის ფაკულტეტზე სწავლობდა. ლექტორს ძალიან მოეწონა თავისი ულამაზესი, 20 წლის სტუდენტი. მიუხედავად იმისა, რომ თიკას უამრავი თაყვანისმცემელი ჰყავდა, დავით ნარმანიამდე სერიოზული ურთიერთობა არავისთან არ ქონია. წყვილს მალე შეუყვარდა ერთმანეთი, თუმცა ცდილობდნენ რომ მათი ურთიერთობა თვალში საცემი არ ყოფილიყო, რადგან თავს უხერხულად გრძნობდნენ. თიკა თინიკაშვილის მშობლებს წინააღმდეგობა არ გაუწევიათ მათი სიყვარულისთვის და ბოლოს მათი ეს გრძნობა ქორწილით დაგვირგვინდა. დავითს და თიკას ჰყავთ ორი ვაჟი, ხუთი წლის კოკო და ათი თვის ილია-დენისი. ახლა თბილისი ახალი მერის მეუღლე მესამე შვილზეა ორსულად, რომელსაც პატრიარქი მონათლავს. ულამაზესი ქალბატონის, თინა თინიკაშვილის ფოტოები გულგრილს არავის დატოვებს. ქერა, ცისფერთვალება, სათნო სახის ქალბატონი ბევრის სიმპატიას იმსახურებს. გთავაზობთ თბილისის მერის მეუღლის პირად ფოტოებს სოციალური ქსელის "ფეისბუქის" საკუთარი გვერდიდან: 1732 3-ს მოსწონს
|