სხვა კოლექციონერები მოჰამედ ალის საკრივო ხელთათმანებით დაინტერესდნენ 2014, 11 აგვისტო, 19:06 კოლექციონერები ლეგენდარული ამერიკელი მოკრივის, მსოფლიოს ყოფილი ჩემპიონის მოჰამედ ალის, იგივე კასიუს კლეის, საკრივო ხელთათმანებით დაინტერესდნენ. ამერიკის შეერთებულ შტატებში მოწყობილ აუქციონზე ალის საკრივო ხელთათმანები 388 000 აშშ დოლარად შეიძინა უცნობმა კოლექციონერმა. აღნიშნული ხელთათმანებით 1971 წელს მოჰამედ ალიმ ჯო ფრეიზერის წინააღმდეგ იჩხუბა. მანამდე ორივე მოკრივე დაუმარცხებელი იყო. ალი-ფრეიზერის ორთაბრძოლას, რომელიც ამ უკანასკნელის გამარჯვებით დასრულდა, დიდი გამოხმაურება ჰქონდა, რომელსაც ჟურნალისტებმა “საუკუნის ბრძოლა” უწოდეს. როლანდ ლაბუჩიძე 32 შეფასება არ არის
|