x
image
worldsport.ge
კოლექციონერები მოჰამედ ალის საკრივო ხელთათმანებით დაინტერესდნენ

imageკოლექციონერები ლეგენდარული ამერიკელი მოკრივის, მსოფლიოს ყოფილი ჩემპიონის მოჰამედ ალის, იგივე კასიუს კლეის, საკრივო ხელთათმანებით დაინტერესდნენ. ამერიკის შეერთებულ შტატებში მოწყობილ აუქციონზე ალის საკრივო ხელთათმანები 388 000 აშშ დოლარად შეიძინა უცნობმა კოლექციონერმა. აღნიშნული ხელთათმანებით 1971 წელს მოჰამედ ალიმ ჯო ფრეიზერის წინააღმდეგ იჩხუბა. მანამდე ორივე მოკრივე დაუმარცხებელი იყო. ალი-ფრეიზერის ორთაბრძოლას, რომელიც ამ უკანასკნელის გამარჯვებით დასრულდა, დიდი გამოხმაურება ჰქონდა, რომელსაც ჟურნალისტებმა “საუკუნის ბრძოლა” უწოდეს.
შეგახსენებთ, რომ ზემოთ ნახსენებ აუქციონამდე ალის კიდევ ერთი საკრივო ხელთათმანები, რომლითან 1964 წელს პირველად გახდა მსოფლიოს ჩემპიონი, აუქციონზე ნახევარ მილიონად გაიყიდა.

როლანდ ლაბუჩიძე

www.worldsport.ge

0
32
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
32
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0