x
image
worldsport.ge
არბელოა: “ჩემპიონთა ლიგის მოგება გვსურს”

imageმადრიდის “რეალის” მარჯვენა მცველმა – ალვარო არბელოამ მომავალ სეზონში მისი და კლუბის ამბიციებზე ისაუბრა. ესპანელის ინტერვიუს Goal.com ავრცელებს.
შეგახსენებთ, რომ ბოლო დროს მისი “რეალიდან” შესაძლო წასვლის შესახებ ძალიან ბევრი ინფორმაცია გავრცელდა, მაგრამ, როგორც ჩანს, არბელოა მადრიდში დარჩება.
“რეალთან” ერთად ჩემპიონთა ლიგის მოგება ყველა ფეხბურთელის კარიერის მწვერვალია. იმედი მაქვს, ამ მწვერვალზე დავრჩები და ლიგის თასს ზედიზედ მეორედ ავღმართავ.
ამ ტიტულის მოგებას დიდი ხანი ვცდილობდით. ეს უმნიშვნელოვანესი თასია, როგორც თოთოეული ჩვენგანისთვის, ისე გულშემატკივრისთვის და კლუბისთვისაც. გამარჯვება ყველამ ერთად ვიზეიმეთ და ეს დღე ჩემს ცხოვრებაში განსაკუთრებულია.
“რეალი” ამაზე გაჩერებას არ აპირებს და გვსურს, გავხდეთ პირველი გუნდი, რომელიც ჩემპიონთა ლიგას ზედიზედ მოიგებს.” – განაცხადა ესპანელმა.
შეგახსენებთ, რომ ალვარო არბელოა “რეალის” აღზრდილია და სამეფო კლუბმა იგი 2009 “ლივერპულიდან” დაიბრუნა.


ლევან გოგოტიშვილი

www.worldsport.ge

0
15
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
15
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0