ირაკლი ღლონტი - პრემიერი ისევ ცდება.
ფაქტი, რომ ხელისუფლება დაინტერესდა მცირე ბიზნესის ხელშეწყობით ეს უკვე კარგია, მაგრამ ეს გზა არ მიმაჩნია სწორ მიდგომად.
მინდა შეკითხვით მივმართო ხელისუფლებას და ვკითხო. თუ ჩვენი ჯიბიდან გადახდილი თანხებით (ბიუჯეტიდან) მოხდება დაინტერესებული პირების 5000 ლარით დასაჩუქრება (3 პირის გაერთიანების შემთხვევაში 15 00 ლარით) დარწმუნებული არიან რომ ეს თანხები მიზნობრივად დაიხარჯება დასაჩუქრებული პირების მიერ? ან რა უფლებით შეძლებენ ამის მონიტორინგს, როცა გაფორმდება ჩვეულებრივი “ჩუქების'' ხელშეკრულება, რომელიც თავისი სამართლებრივი ბუნებიდან გამომდინარე არ აკისრებს დასაჩუქრებულს იმის ვალდებულებას, რომ ანგარიში წარუდგინოს ხელისუფლებას.
ჯობია სხვა სამართლებრივი ფორმით მოხდეს რეალურად საქმის გამკეთებელი, ბიზნესის გაკეთების უნარის მქონე დაინტერესებული პირების ხელშეწყობა და თანხების მიზნობრივად განკარგვის მიზნით მოხდეს დაფინანსება პირობების (ვალდებულებები) დაკისრების სანაცვლოდ, მხოლოდ ის მექანიზმი, რომ ამ შემთხვევაში მეწარმე ან ბიზნესის კეთების უუნარო პირი, თუნდაც “თაღლითი'' მონაწილეობს წილობრივად 1000 ლარის ოდენობით, ეს არ ანეიტრალებს რისკებს და აქედან გამომდინარე პრემიერ მინისტრის ინიციატივა ნაჩქარევი მგონია, თუმცა ლამაზად ჟღერს და კარგი გასაპიარებელია
მეწარმეობის ხელშეწყობისთვის არსებობს საგადასახადო შეღავათების დადგენაც, ეს უფრო მიღებულ და აპრობირებულ ფორმად მიმაჩნია.
6 მლრდ-იანი ფონდი რაღაც აკეთებს თუ ბიუჯეტიდან ხდება ყველაფრის დაფინანსება? ისიც მხოლოდ PR იყო და მორჩა? 30 წლის წინ ისრაელი ღარიბი სახელმწიფო იყო, იგი გაძლიერდა როცა 15 მლრდ დოლარის გარანტია მისცა აშშ-მა. გონივრული მენეჯმენტის წყალობით გაორმაგდა და საბანკო სფეროს ჩართულობით დღეს ისრაელი წარმოადგენს ერთ-ერთ წარმატებულ ქვეყანას და რა ხდება ქვეყანაში სადაც ზუსტად 1 წლის წინ 6 მილიარდიანი (ნაღდი ფული როგორც მახსოვს) ფონდი შეიქმნა და ეს ზარ-ზეიმით გვამცნეს?