x
უნდა განადგურდეს თუ არა უკანონოდ მოპოვებული ოპერატიული მასალები ?

არასამთავრობო ორგანიზაცია: საზოგადოებრივი ინიციატივების გაერთიანების ცენტრი - თავმჯდომარე: ირაკლი ღლონტი.image



საზოგადოებაში საკმაოდ აქტუალური გახდა შს
მინისტრის ბატონი ირაკლი ღარიბაშვილის 2013 წლის 12 მაისს, კვირა დღეს
სპეციალურ ბრიფინგზე გაცხადებული ინიციატივა “უკანონოდ მოპოვებული ფარული
ვიდეო თუ აუდიო ჩანაწერების განადგურების შესახებ'', რომელსაც
მეორე დღეს, დილით პირველებმა ღიად და ოფიციალურად გამოვეხმაურეთ და
მხარდაჭერა გამოვუცხადეთ ინიციატივას. ასევე მხარდაჭერას ვუცხადებდით
კომისიის შექმნას და კომისიის წევრებად საზოგადოების წარმომადგენლების
ჩართვას, სადაც ერთ-ერთ კანდიდატად დასახელებული გახლდით მე, როგორც ააიპ
“ საზოგადოებრივი ინიციატივების ცენტრის'' ხელმძღვანელი. (დახურული
შეხვედრა შსს-ში, ბატონ ლ. იზორიასთან და უცხო ქვეყნის დელეგაციებთან
ერთად). მინდა საზოგადოებას ვუთხრა, რომ ჩემი კანდიდატურა კომისიის
შემადგენლობაში არ დამტკიცდა, მიუხედავად ამისა მე ვაგრძელებდი კომისიის
საქმიანობის მონიტორინგს. გუშინ 20 ივნისს მიწვეული ვიყავი შსს-ში
მინისტრის მიერ გამართულ დახურულ შეხვედრაზე, სადაც მოწვეული გახლდათ
საქართველოში მოქმედი ყველა მედია საშუალების ხელმძღვანელი და ჟურნალისტი,
ასევე ჩვენთვის საკმაოდ ცნობილი არასამთავრობო ორგანიზაციები (“საია'',
“სამართლიანი არჩევნები'' და სხვა), სადაც სამჯერ გამოვედი სიტყვით და
დავაფიქსირე ჩემი მოსაზრება, რომ ყველა უკანონოდ მოპოვებული მასალა უნდა
განადგურდეს თუ იგი მტკიცებულებად ვერ იქნება გამოყენებული მართლმსაჯულების
პროცესში. დავაფიქსირე, რომ როგორც მოქალაქეს, მინდა ყველა დამნაშავე
ვიხილო დასჯილი, არაერთგიზის დავაფიქსირე მოსაზრება, რომ თუ შესაძლებელი
იქნება ეს მასალები ახალი საკანონმდებლო ინიციატივის გზით იქნას აღიარებული
ლეგალურად ეს იქნება საინტერესოც და სამართლებრივადაც განმტკიცებული.
მაგრამ, როგორც ორგანიზაციის ხელმძღვანელი, როგორც იურისტი მიმაჩნია, რომ
შეუძლებელია ნებისმიერი უკანონო გზით მიღებული ოპერატიული მასალის
ლეგალიზაცია და თუ ამ მასალებს გამოვიყენებთ დამნაშავეების დასაჯელად და თუ
ეს საერთაშორისო სასამართლეობში (მაგ: სტრასბურგი) გახდება მსჯელობის
საგანი, შეილახება ჩვენი ქვეყნის იმიჯი. თუმცა სავსებით შესაძლებელია
თითოეული უკანონოდ მოპოვებული ოპერატიული მასალა გამოყენებულ იქნას
ოპერატიული დავალების გამცემი პირების მიმართ სისხლისამართლებრივი
პასუხისმგებლობის დასაკისრებლად, მთავარია ამ მიმართულებით გამოძიება იყოს
ობიექტური და დადგინდეს დავალების მიმცემი პირების ვინაობა. ეს რთული
პროცესია თუმცა შესაძლებელი. დღეს ვაცხადებ ჩემს პოზიციას, რომ თუ ეს
მასალები გამოყენებულ იქნება სისხლის სამართლის საქმეების გამოძიების
პროცესში მტკიცებულებად, მაშინ იგი არ უნდა განადგურდეს, ამით მე ვიზიარებ
საქართველოში აშშ-ის ელჩის ბატონი რიჩარდ ნორლანდის ოფიციალურ მიმართვას.
რაც შეეხება ოპერატულ-სამძებრო საქმიანობის შედეგად მოპოვებულ იმ
ინფორმაციას, რომელშიც არ ჩანს პირის დანაშაულებრივი საქმიანობა, და იგი
შეიცავს მის მაკომპრომეტირებელ ცნობებს (მაგ: ფარესაშვილის შემთხვევა)
დაუშვებელია მისი გამოყენება და გახმაურება. ამასთან ერთად, იგი უნდა
განადგურდეს დაუყონებლივ. (საქართველოს კანონი “ოპერატიული-სამძებრო
საქმიანობის შესახებ'', მუხლი 6, პუნქტი 4).

ყოველივე
ზემოაღნიშნულად გამომდინარე ვთავაზობ მინისტრს წინადადებას, რეკომენდაციას
რომ კომისიის შემადგენლობაში მოხდეს ცვლილების შეტანა და მისი შემადგენლობა
დამატებით განისაზღვროს ექსპერტებისა იმ პირების მონაწილეობით, რომლებსაც
გააჩნიათ საქართველოს სპეციალურ ორგანოებში მუშაობის პრაქტიკული
გამოცდილება და სხვა მოქალაქეებზე (მათ შორის თეორიტიკოს ექსპერტებზე)
მეტად ინფორმირებულნი არიან აღნიშნული საკითხების ირგვლივ. თუ თეორიულად
ვიმსჯელებთ, მივიდვართ იმ კონდენციამდე, რომ მასალები უნდა განადგურდეს,
მაგრამ თუ გავესაუბრებით პრაქტიკოსებს, მაშინ მივალთ იმ დასკვნამდე, რომ
თითოეული მასალა შეიცავს ოპერატიულად საინტერესო ინფორმაციას. ამასთან
ერთად, საინტერესოა ის საფუძვლიანი ვარაუდიც, რომ შეუძლებელია ყველა
მასალის წარმომავლობის გამოძიება, იმ უბრალოდ მიზეზიდან გამომდინარე, რომ
შესაძლებელია კანონის ან კანონის გარეშეც ოპერატიულ ორგანოს საქმის
რეალიზაციის შემდეგ უბრალოდ განადგურებული ქონდეს ყველა მასალასთან
დაკავშირებული სამართლებრივი საფუძველი, მათ შორის ოპერატიული დავალებები
და მითითებები.


ვეთანხმები ბატონ კახიშვილს, რომ მხოლოდ საქართველოს კანონის,
ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ'' განსაზღვრული ნორმები არ
არეგულირებს ზემოაღნიშნულ საკითხს და უნდა გამოვიყენოთ საქართველოს სისხლის
სამართლის საპროცესი კოდექსი, სადაც მტკიცებულებებთან
დაკავშირებით ბევრი რამ არის კანონმდებლის მიერ დეფინიცირებული. მაგრამ
ვერ გავიზიარებ იმ მოსაზრებას, რომ უკანონოდ მოპოვებული მტკიცებულებები
შეიძლება ჩაითვალოს მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში დასაშვებ
მტკიცებულებად ფირებზე გამოსახული პირების პასუხისმგებლობაში მისაცემად,
მაგრამ ვიზიარებ იმ აზრს, რომ ეს მასალები რადგან უკანონოდაა მოპოვებული
იძლევა იმის სამართლებრივ საფუძვლებს, რომ სისხლისამართლებრივი
პასუხისმგებლობის საკითხი დადგეს ოპერატიული დავალების თუ მითითების
მიმცემი ოპერატიული ორგანოს ან/და თანამდებობის პირების მიმართ. მოკლედ:
ყველა დამნაშავის ადგილი ციხეშია.

0
23
1-ს მოსწონს
ავტორი:ირაკლი ღლონტი
ირაკლი ღლონტი
23
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0