სხვა ირაკლი ღლონტი - ისევ არ ჩანს საშუალო ფენის შექმნის პერსპექტივა. 2014, 11 აგვისტო, 19:45 არც წინა და არც მოქმედი ხელისუფლების პირობებში არ ჩანს საშუალო ფენის შექმნის პერსპექტივა. ალბათ არც მოქმედ დროებით ხელისუფლებას არ აწყობს იზრუნოს საშუალო ფენის ჩამოსაყალიბებლად, რადგან ფენა რომელზედაც მე ახლა ვსაუბრობ არის ადამიანების სოციალური მდგომარეობა, რომლებსაც ვერ იყიდი ერთჯერადი მათხოვრული დოტაციებით, ფქვილით, ბრინჯით და შაქრით, ვერც წინასაარჩევნოდ უბან-უბან სახელდახელოდ ჩამოტარებული ღვინის 20 ლიტრიანებით და ბატკნებით, ლუდის კასრებით და შებოლილი თევზით. დიახ, მეგობრებო ზემოაღნიშნულმა სურსათ-სანოვაგემ მოიგო ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები. ირაკლი ღლონტი პ/გ “რეფორმატორები'' 11.08.2014 წ. 37 1-ს მოსწონს
|