საზოგადოება მექსიკის სანაპიროზე წყალმა უცნაური არსება გამორიყა 2014, 10 აგვისტო, 15:04 ![]() სოციალური ქსელებში ნამდვილი ბუმია.მექსიკის სანაპიროზე, შტატ ვერაკრუსში, წყალმა უცნაური არსება გამორიყა.ნამდვილი ქალთევზაა ეს თუ არა? რას აღარ კადრულობენ ადამიანები სოციალურ ქსელებში.ნუთუ ყველას სურს ქვეცნობიერად სჯეროდეს ზღაპრების? ქალთევზების, თოვლის კაცების, ჭინკების, მოჩვენებების თუ უცხოპლანეტელების? რაც შეეხება წინამდებარე სურათს. იგი გახლავთ ნაწილი სპეცეფექტისა, რეკვიზიტი მხატვრული ფილმიდან "კარიბის ზღვის მეკობრეები", რომელიც 2011 წელს იქნა გადაღებული ამ რეგიონში. ხოლო ახლა, 2014 წლის აგვისტოში რომ გამორიყა ეს არსება წყალმა, უბრალო "დამთხვევა". ![]() თუმცა, იმ ადამიანების რიცხვი, რომლებსაც სჯერათ, რომ ქალთევზა ნამდვილია, უფრო მეტია, ვიდრე წარმოგიდგენიათ.ისინი მექსიკელ მეცნიერებს მოუწოდებენ ამ არსების გაკვეთა მოახდინონ. ![]() ნუ რას იზავ, ზოგს თმაში ჭაღარა აქვს უკვე და თოვლის პაპის არსებობის სჯერა.კაცია და გუნება. რაც შეეხება ქალთევზას, მართლაც რომ ეფექტურადაა გაკეთებული. 1603 7-ს მოსწონს
|