x
image
ვიზა კოხაძე
გავრცელებული ინფორმაციით ალენ დელონი სასწრაფოდ იქნა გადაყვანილი პარიზის ყველაზე პრესტიჟულ საავადმყოფოში

image
ფრანგული საინფორმაციო საშუალებები ავრცელებენ ინფორმაციას ცნობილი ფრანგი მსახიობის ალენ დელონის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შესახებ.78 წლის ასაკში მყოფი ალენ დელონი წყაროზე დაყრდნობით გასულ კვირას სასწრაფოდ გადაყვანილ იქნა პარიზის ერთ - ერთ ჰოსპიტალში. თუმცა ვარსკვლავის ოფიციალური წარმომადგენლები მომხდარს არ ახმაურებენ.მისი ჰოსპიტალიზირება 3 აგვისტოს მოხდა და მხოლოდ დღეს გახდა ცნობილი ფართო საზოგადოებისთვის.როგორც ფრანგული ტელეარხი იუწყება, მსახიობი ზურგის არეში ძლიერი ტკივილების გამო მოხვდა საავადმყოფოში.

არაფერი არ არის ცნობილი მისი ამჟამინდელი მდგომარეობის შესახებ. გავრცელებული ინფორმაციით, ალენ დელონი გასული წლის - 2013 წლის შემოდგომაზეც მოხვდა საავადმყოფოში და მაშინ დიაგნოზი გულის მწვავე მოციმციმე არითმია იყო, რის გამოც მსახიობს ოპერაცია გაუკეთდა.

როგორც წყარო წერს, მსახიობს პირველად გულის ოპერაცია 2012 წელს გაუკეთდა და ყოველწლიურად ექიმების მკაცრი კონტროლის ქვეშ იმყოფება მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა.ვარაოდობენ, რომ მისი ჯანმრთელობა ამჯერად ძალზე სერიოზულია.

შეგახსენებთ, მსახიობმა კარიერა 1957 წელს დაიწყო და დღემდე 100 მეტ ფილმში აქვს შესრულებული მთავარი თუ მეორეხარისხოვანი როლები.image

0
368
8-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:ვიზა კოხაძე
ვიზა კოხაძე
368
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0