სიახლეები კრახით დამთავრებული ტესტირება 2014, 30 ივლისი, 7:55 Honda NSX-ის პროტოტიპი უკვე ტესტირებას გადის Nürburgring-ის ავტოტრასაზე. როგორც ცნობილია, სუპერავტომობილი მსოფლიო ბაზარზე 2015 წელს გამოჩნდება. ავტომობილი ამჟამად უკანასკნელ ტესტირებებს გადის საბოლოო დეფექტების აღმოსაფხვრელად. იგი განკუთვნილია ისეთი სპორტული ავტომობილების კონკურენციის გასაწევად, როგორიცაა Porsche 911.
Honda NSX, რომელსაც აგრეთვე უწოდებენ Acura NSX აღჭურვილია ჰიბრიდული ძრავით, რომელსაც 500-მდე ცხენისძალის ტოლი სიმძლავრის განვითარება შეუძლია. ამას უზრუნველყოფს მისი 6 ცილინდრიანი ბენზინის და 2 ელექტროძრავი, რომელთანაგანაც ერთი ძრავი წინა წამყვან თვლებს უზრუნველყოფს, მეორე - ორმაგი გადაბმულობისათვის. პარასკევს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ერთ-ერთი სატესტო გამოსვლისას ხანძარმა მთლიანად გაანადგურა ავტომობილი (პილოტი ცოცხალია). 51 3-ს მოსწონს
|