x
image
beko777
შეგიძლიათ ემოციების დამალვა?

imageზოგისთვის უადგილო ადგილას დადებული ნივთი ან კაფეში შეკვეთილ დესერტის დაგვიანება ნამდვილი ტრაგედიაა, ზოგიერთი კი მოტეხილ ფეხს ან სამსახურიდან მოულოდნელად გათავისუფლებასაც ღიმილიანი კომენტარით ხვდება. თქვენ როგორ უმკლავდებით უსიამოვნებებს? უპასუხეთ ქვემოთ მოცემულ კითხვებს და საკუთარ თავზე უფრო ზუსტი წარმოდგენა გექნებათ.


შინ დაღლილი დაბრუნდით, მეუღლე კი უგუნებოდ დაგხვდათ. როგორ მოიქცევით?
ა) ჩუმად დავჯდები ჩემთვის, დაველოდები, სანამ გუნებაზე არ მოვა – 1
ბ) მყისვე იმის გაგებას შევეცდები, რა დაემართა – 3
გ) შევეცდები, ყველაფერი ხუმრობაში გადავიტანო და გუნება გამოვუკეთო – 2
როცა მოსაწყენ ადამიანთან ერთად გიწევთ მგზავრობა კუპეში:
ა) გაკვრით მივანიშნებ, რომ ძალზე მოსაწყენია მის გვერდით ყოფნა – 2
ბ) ბედს შევურიგდები და საათს დავხედავ, როდის მომიწევს ჩასვლა – 1
გ) მყისვე პირში მივახლი, რასაც მასზე ვფიქრობ – 3
imageქუჩაში მიდიხართ, უცებ ფეხი დაგისხლთა დაეცით. რა რეაქცია გექნებათ?
ა) საკუთარ თავზეც გავბრაზდები და ... მაყურებლებზეც – 2
ბ) მაშინვე წამოვხტები და სიცილით დავტოვებ იქაურობას – 3
გ) ხალხს თავს მივაჩვენებ, თითქოს ფეხი ვიღრძე – 1
ერთ-ერთმა თანამშრომელმა აგითვალწუნათ და გამუდმებით შენიშვნებს გაძლევთ, როგორ მოიქცევით?
ა) პირში მივახლი, რომ მისი აზრი საერთოდ არ მაინტერესებს – 3
ბ) ხუმრობით გავცემ პასუხს – 2
გ) ვაგრძნობინებ, რომ არც მე მეხატება გულზე – 1
imageსპორტულ ან რაიმე შეჯიბრში წააგეთ, როგორ მოიქცევით?
ა) მარცხს არაფრად ჩავაგდებ და მოწინააღმდეგეს მივულოცავ გამარჯვებას – 1
ბ) ყოველთვის გაღიზიანებული ვარ – 3
გ) ძალიან უსუსურად და განადგურებულად ვგრძნობ თავს – 2
როცა იგებთ, რომ ვიღაცამ მაგრად გაგჭორათ, რა რეაქცია გაქვთ?
ა) ყურადღებას აღარ ვაქცევ ათაგვარ სისულელეს, მას ხომ ჩემი მიღწევები შურს – 3
ბ) აუცილებლად მოვნახავ და პასუხს მოვთხოვ – 1
გ) სამაგიეროს გადავუხდი – 2
როცა თავს უგუნებოდ გრძნობთ, რა განცდა გეუფლებათ?
ა) მგონია, რომ ყველა ყველაფერს ხვდება, მე ხომ სახეზე მაწერია ყველაფერი – 1
ბ) მაშინვე სხვებს ვუზიარებ ჩემს განცდებს – 3
გ) თავზე არავის ვახვევ ჩემს ფიქრებს, მარტოც მშვენივრად ვუმკლავდები უსიამოვნებებს – 3


image17-21 ქულა: ყოველმხრივ ძლიერი ადამიანი ხართ და მუდამ უსიამოვნებებზე მაღლა დგახართ. საკმაოდ კარგად ფლობთ საკუთარ თავს, შეგიძლიათ განცდებისა და ემოციების დამალვა, რადგან მშვენივრად მოგეხსენებათ – ნებისმიერ ავდარს დარი მოჰყვება ხოლმე.
11-16 ქულა: მოულოდნელობები ხშირად გაბნევთ. ეცადეთ, უფრო მტკიცედ დაიცვათ საკუთარ პოზიციები. როცა საკუთარ თავს უკეთ შეიცნობთ, სიტუაციებში უფრო უკეთ გაერკვევით და პრობლემების გადაწყვეტაც გაგიადვილდებათ.
0-10 ქულა: თქვენი ქცევით ბევრ მტერს იჩენთ, დროა, ყურადღება მიაქციოთ ამ ფაქტს. შეეცადეთ, იუმორით მიუდგეთ სირთულეებს, გამოუვალი სიტუაციები ხომ არ არსებობს. მხოლოდ ამის აღიარებაა საჭირო და თავადვე დარწმუნდებით, როგორ გაგიადვილდებათ ცხოვრება.

1
83
2-ს მოსწონს
ავტორი:beko777
beko777
83
  
2014, 13 აგვისტო, 20:04
დზ მომეწონა ბევრი რამე შევისწავლე კარგია :)
0 1 1