სიახლეები ახალი თაობის Mustang 2014, 26 ივლისი, 15:15 Ford-მა თავისი ლეგენდარული ავტომობილის, Mustang-ის ახალი მოდელი შექმნა. ამერიკის ბაზარზე იგი შემოდგომაზე გამოჩნდება, ევროპაში კი იმ წლისთვის იგეგმება მისი გამოჩენა.
ახალი თაობის მოდელებს გაუმჯობესებული ძრავები ექნებათ. იქნება 2.3 ლიტრიანი 310 ცხენისძალის მქონე EcoBoost ძრავის მქონე ავტომობილი და 5 ლიტრიანი V8 435 ცხენისძალიანი ძრავის მქონე მონსტრი. წამყვანი თვლები კვლავ უკანა იქნება. აგრეთვე გააუმჯობესეს გაგრილების სისტემა, დაიხვეწა აეროდინამიკაც, გაიზარდა მუხრუჭების ზომები, რომლებიც ავარიული სიტუაციისას და უეცარი დამუხრუჭებისას სტაბილიზაციას უზრუნველყოფენ. აგრეთვე გაიზარდა საბურავების ზომებიც. 19 ინჩიან დისკებზე 255/40 ზომის საბურავები იქნება. ეს რა თქმა უნდა წინა საბურავები, უკანები კი უფრო ფართო, 275/40-ზე იქნება, რაც ავტომობილს უკეთესს ვიზუალს და სისწრაფეს უზრუნველყოფს. 35 2-ს მოსწონს
|