x
image
worldsport.ge
“სიტი” აგუეროს ახალ კონტრაქტს სთავაზობს

image“მანჩესტერ სიტის” სერხიო აგუეროსთან კონტრაქტის გახანგრძლივება სურს. Dailymail-ის ინფორმაციით, მანჩესტერული კლუბის ხელმძღვანელები არგენტინელს გუნდში დარჩენას 2019 წლამდე სთავაზობენ და მომდევნო ხუთი სეზონის განმავლობაში 52 მილიონ ფუნტს ჰპირდებიან.
მოქმედი კონტრაქტი არგენტინელ ფორვარდს 2017 წლის ზაფხულში უმთავრდება. გასულ სეზონში, აგუერომ პრემიერლიგის 23 მატჩში მიიღო მონაწილეობა და 17 გოლი გაიტანა.
შეგახსენებთ, რომ 2011 წელს აგუერო “სიტიში” მადრიდის “ატლეტიკოდან” 45 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადავიდა.

ლევან გოგოტიშვილი

www.worldsport.ge

0
0
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
0
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0