x
image
cxvedo
Cadillac-ის ელექტრომობილი უკვე "მათხოვრებისათვის"

ჰიბრიდული Cadillac ELR, რომელიც კუპეს ტიპის ავტომობილი გახლავთ, გამოჩნდა მსოფლიო ბაზარზე და მისი ფასი 75.995 ამერიკული დოლარი იყო. ამხელა ფასის გამო საკმაოდ ძვირ სიამოვნებად იქცა Cadillac ELR-ის გაყიდვა და მისი დახმარებით მტვრისა და გამონაბოლქვის შემცირება. სწორედ ამის გამო დილერები იძულებულნი გახდნენ გრანდიოზული ფასდაკლება გამოეცხადებინათ და ახლა ამ ჰიბრიდული ავტომობილის ფასი 13.600 ამერიკული დოლარი გახდა.


Cadillac ELR coupe


Cadillac ELR coupe ძირითადად Chevrolet Volt-ის ბაზაზე აიგო. მისმა ძრავის სიმძლავრემ 207 ცხენისძალა შეადგინა, რომელიც 1846 ფუნტიან ავტომობილს 7.8 წამიანი აჩქარების უნარს აძლევს. სამწუხაროდ დინამიური მახასიათებლებით Cadillac ELR coupe ვერ შეედრება ელექტრომობილ Tesla Model S-ს, მაგრამ დილერთა ამგვარი ფასდაკლების გამო საკმაოდ დიდ კონკურენციას გაუწევს. ამერიკის მთავრობა უკვე გეგმავს ეკო-მეგობრული ელექტრო ავტომობილების შეძენას სამთავრობო მოხმარებისათვის.









0
105
4-ს მოსწონს
ავტორი:cxvedo
cxvedo
105
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0