სიახლეები BMW-ს 1.6 მილიონ ავტომობილს პრობლემა აქვს 2014, 21 ივლისი, 11:09 გერმანულ ავტოგიგანტ BMW-ს მიერ წარმოებულ 1.6 მილიონ ავტომობილს აირბაგებთან დაკავშირებით პრობლემები აქვს, რის გამოც ავტომობილები უნდა დააბრუნონ ფირმაში. ყველა შეეჩვია რომ ავტომობილებს მუდმივად ჰქონდა პრობლემა, მაგრამ როდესაც General Motors-ში მოაწყეს BMW-ს აღნიშნული სერიის განხილვა, აღმოჩნდა, რომ ყველა ავტომობილს ერთი და იგივე დეფექტი ჰქონდა.
მიმოხილვა ეხებოდა მე-3 სერიის BMW-ს, რომელიც 2000-დან 2006 წლამდე იწარმოებოდა. პრობლემა მდგომარეობდა მგზავრის აირბაგის მექანიზმის სისტემაში. სხვათა შორის, აღნიშნული მოდელების 574 ათასი ეგზემპლარი ამერიკის ავტობაზარზე აღმოჩნდა. იაპონურმა კომპანია, Takata-მ, რომელიც ამარაგებს BMW-ს საჰაერო ბალიშებით, მწუხარება გამოთქვა და ბოდიშის წერილიც გამოაქვეყნა, ამასთან მათ გაიხსენეს 2009 წლიდან გაუმართავი აირბაგების გამო ფირმაში უკან დაბრუნებული დაახლოებით 10 მილიონი ავტომობილი. 112 3-ს მოსწონს
|