სხვა უცნაური და საინტერესო ფოტოები თავისი ისტორიებით (ნაწილი მეორე) 2014, 20 ივლისი, 23:00 ზოგიერთი ფოტო ბევრად მეტს ამბობს, ვიდრე ათასობით სიტყვა.უცნაურ, სახალისო და საინტერესო ფოტოები მრავლადაა.ქვემოთ წარმოგიდგენთ რამდენიმე მათგანს თავისი ისტორიებით.
ეს ფოტო გადაღებულია ესპანეთში ქალაქ გრანადაში ერთ-ერთი ქორწილის მეორე დღეს.ზეიმი გამთენიისას დასრულდა და როგორც ჩანს, მისმა მონაწილეებმა კარგი დროც გაატარეს.მანქანაში გადაყუდებული ადამიანი კი სავარაუდოდ ქალია. ამ ადამიანს სხეულზე ძნელად თუ უპოვით თავისუფალ ადგილს.მეტ გოუნმა დაახლოებით ოცი წლის წინ გაიკეთა პირველი ტატუირება.დღეს ის მსოფლიოში ყველაზე მოხატული ადამიანია.მისი სხეულის 98%-ს ტატუ ფარავს.გვატემალაში გამართულ გამოფენაზე მან ამაყად წარმოადგინა საკუთარი სხეული.ყველაფერთან ერთად, მას ენა და პირის ღრუც შეფერადებული აქვს. ცხოველი-ზურგჩანთა.ამ ადამიანმა ზურგზე მოკიდებული თხით მოინდომა ველოსიპედით გასეირნება ეთიოპიის დედაქალაქში.თვითმხილველთა განცხადებით, ოთხფეხა არსება მთელი მგზავრობის განმავლობაში საკმაოდ მშვიდად იყო. ამ ზღარბს იმდენად სურდა ტკბილეული, რომ მეტად უხერხულ სიტუაციაში აღმოჩნდა.მან თავი ისე ღრმად ცაყო პუდინგის ქილაში, რომ უკან ვეღარ გამოიღო.შემთხვევა გერმანიის ქალაქ ზაარბრუკენში მოხდა.ძღარბი გამწარებული დარბოდა თავზე ქილაწამომხობილი ქალაქის ქუჩებში მანამდე, სანამ ის პოლიციელებმა არ გაათავისუფლეს. ქალის სასქესო ორგანოს ფორმის ქვა უკვე 13 წელიწადია, რაც ტუბინგენის მიკრობიოლოგიისა და ვირუსოლოგიის ინსტიტუტის წინ დგას, მაგრამ ასეთი ყურადღების ცენტრში ჯერ არ მომხდარა.საქმე ისაა, რომ ერთ-ერთი სტუდენტი ბიჭი შიგ შეძვრა და იქიდან გამოსვლას ვეღარ ახერხებდა.იგი სახანძრო-სამაშველო სამსახურმა გაათავისუფლა უვნებლად.დაუზიანებელი გადარჩა 120 000 ევროს ღირებულების ქანდაკება. 453 6-ს მოსწონს
|